2016-11-23

ქართული ენის ფასდაუდებელი მნიშვნელობის წარმოჩენისა და ქართველი მოღვაწეების უძვირფასესი გამონათქვამების შეხსენებისათვის, კინგსი ახალ ინერნეტ-აქტივობას გთავაზობთ. განაგრძე ქართული ენის საგანძური, გაიხსენე და დააფასე დიდი ქართველების ნააზრევი და დაანახე მთელ საზოგადოებას ქართული გონის მშვენიერება!

კინგსის თაობა საქართველოს მომავალია. სწორედ თქვენ, თქვენივე გამორჩეულობისა და წარმატებულობის გამო, გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ქართველი მამულიშვილების კვალდაკვალ განაგრძოთ ქართული ენის ისტორიის ესტაფეტა! ეს კი, პირველ რიგში, ქართულად გამართულად საუბარს, ქართული ლიტერატურის სიღრმისეულად ცოდნას და მშობლიურ ენაში არსებული საგანძურის დაფასებას გულისხმობს.

ვიმეტყველოთ ქართულად, შევიმეცნოთ მშობლიური შემოქმედება, დავაფასოთ ეროვნული საგანძური და ერთად განვაგრძოთ ქართული ენის ისტორიის ესტაფეტა!