2016-11-17

20 ნოემბერს კინგსის მათემატიკის პირველი ტურის ყველაზე ფართომასშტაბიანი ოლიმპიადის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ საგანმანათლებლო სივრცეში წიგნიერების დონის ამაღლებისკენ მიმართულ ყველაზე გრანდიოზულ პროექტში.

მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურზე მთელი საქართველოს მასშტაბით კინგსელებს საშუალება ექნებათ მოითხოვონ კინგსის „მოსწავლის სამწლიანი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ანა მასწავლებლისგან შემოთავაზებული ექსკლუზიური სახელმძღვანელო. კინგსელის სპეციალური სახელმძღვანელო აბსოლუტურად უსასყიდლოდ უკვე გადაეცა ინგლისური ენის ოლიმპიადის მე-2 ტურის ათი ათასობით მონაწილეს.

იმისათვის, რომ მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილემ მიიღოს სპეციალურად მოსწავლის წარმატებული მომავლისთვის შექმნილი წიგნი, კინგსელმა ტესტის ბოლოს დატანილ სპეციალურ გრაფაში უნდა მონიშნოს მოთხოვნა წიგნზე. მონიშნული მოთხოვნის საფუძველზე,მათემატიკის ოლიმპიდის მეორე ტურში გადასული უკლებლივ ყველა კინგსელი ანა მასწავლებლისგან სრულიად უფასოდ მიიღებს „კინგსელის სახელმძღვანელოს მათემატიკაში“.

მონიშნე წიგნის მოთხოვნა ტესტის ბოლოს დატანილ სპეციალურ გრაფაში, მიიღე კინგსელის სახელმძღვანელო შენი წარმატებული მომავლისთვის და შეუერთდი კინგსის თაობის საუკეთესო წარმოამდგენლებს!