2016-11-17

ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური 13 ნოემბერს ჩატარდა.

 

ყველა კინგსელს, ვულოცავთ პირველი ტურის წარმატებით გადალახვას და მეორე ტურში გადასვლას.

 

ქართული ენის ოლიმპიადის მე-2 ტური, 27 ნოემბერს ჩატარდება.

 

ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე ყველა კინგსელი, ვინც პირველ ტურზე მოითხოვა წიგნი, 27 ნოემბერს მიიღებს ანა მასწავლებლის საჩუქარს, სპეციალურად კინგსელებისთვის  სრულიად უფასოდ.

 

 

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (18 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:

 

 

ლიბერთი ბანკი:                      GE03LB0113154052411000

 

თიბისი ბანკი:                          GE32TB7025136080100009

 

საქართველოს ბანკი:  გადახდა შესაძლებელია  ბანკში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატებით.

 

 

მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის საშუალებითაც. www.kings.ge-ზე უნდა აირჩიოთ “გადახდა“,  შემდეგ "ონლაინ გადახდა"და შეიყვანოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული, ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტზე  გამოჩნდება: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“. საიტით გადახდის შემთხვევაში ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, მონაწილეები ჩატარების დღეს გადამოწმდებიან ონლაინ გადამხდელთა ბაზაში.

 

გადახდა ასევე შესაძლებელია PayBox-ისა და  Express Pay-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.  ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ ,,სხვადასხვა“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის შეიყვანოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი.

მეორე ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია 27 ნოებრამდე!

 

 

,,სოციალურად დაუცველის“ სტატუსის მქონე კინგსელების საყურადღებოდ: სოციალურად დაუცველთათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ  30 000 ქულა და მასზე ნაკლები, კომპანია აძლევს შესაძლებლობას ოლიმპიადაში მიიღონ მონაწილეობა სრულიად უფასოდ. ამისათვის აუცილებელია, მონაწილეობის მსურველმა ელ. ფოსტაზე info@kings.ge გამოაგზავნოს სოციალური სააგენტოდან მიღებული ამონაწერის დასკანერებული ვერსია, მონაწილის სახელი და გვარი, ქალაქი, სკოლა და საკონტაქტო ნომერი  არაუგვიანეს 3 ნოემბრისა. ამონაწერის მიღებისთანავე, მოსწავლე იმავე ელ.ფოსტაზე მიიღებს კინგსის საშვს. მოსწავლემ უნდა ამობეჭდოს კინგსის საშვი და წარადგინოს ოლიმპიადის ჩატარების დღეს. ოლიმპიადაზე საფასურის გადახდის გარეშე  მონაწილეობის მიღება  ამ საშვის საფუძველზე შეუძლიათ (სოციალური სააგენტოდან მიღებული ამონაწერის ოლიმპიადაზე წარდგენის შემთხვევაში მოსწავლე უფასოდ არ დაიშვება).