2016-11-18

13 ნოემბერს საქართელოს 37 ქალაქში კინგსის ქართული ენის ყველაზე ფართომასშტაბიანი ოლიმპიადა ჩატარდა. ათი ათასობით კინგსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაერთო ქართული ენის დაფასებისა და წარმოჩენის ეროვნულ საქმეში.

ამ დღეების განმავლობაში ჩვენს ცხელ ხაზზე უწყვეტად შემოდის  უამრავი თხოვნა აღდგენითი ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, კინგსის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 19 ნოემბერს გაიმართება ქართული ენის ოლიმპიადის პირველი აღდგენითი ტური.

ქართული ენის  ოლიმპიადის I აღდგენითი ტური მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგი განრიგით ჩატარდება:

10:00 - IV,  IX  და XII კლასი

12:00 - VII, VIII და X კლასი

14:00 - III,  და XI კლასი

16:00 - V და VI კლასი

 

ოლიმპიადა შემდეგ ლოკაციებზე გაიმართება:

 

 თბილისი

112-ე  საჯარო სკოლა. მის: ცოტნე დადიანის N28

ქუთაისი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მის: რუსთაველის N127

ბათუმი

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა, I კორპუსი. მის: დ.თავდადებულის N47

რუსთავი

რუსთავის #22 საჯარო სკოლა. მის: ქუთაისის ქ. №6. 

ზუგდიდი

ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდის N9

გორი

გორის N4 საჯარო სკოლა. მის: გ. ჭანტურიას 5

ახალციხე

ახალციხის N6 საჯარო სკოლა. მის: პეტრე იბერის N2

ხაშური

ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლა, მისამართი: ფალიაშვილის ქ. №10

ზესტაფონი

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა. მის: რუსთაველის ქ N12

სამტრედია

სამტრედიის N3 საჯარო სკოლა. მის: რესპუბლიკის N35

თელავი

თელავის N4 საჯარო სკოლა. მის: ერეკლე II-ის გამზირი №19

ქობულეთი

ქობულეთის N2 საჯარო სკოლა. მის: რუსთაველის N136

ოზურგეთი

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა. მის: გაბრიელ ეპისკოპოსის 9

ჭიათურა

ჭიათურის N1 საჯარო სკოლა. მის: ჭიღლაძის N1

 

ქართული ენის ოლიმპიადა განსაკუთრებულ შინაარსს ატარებს და მასში მონაწილეობა ეროვნული საგანძურის მოფრთხილებას, წარმოჩენასა და ჯეროვნად დაფასებას ემსახურება. ამიტომაც გვსურს, მონაწილეობის არც ერთ მსურველს არ მოაკლდეს ეს შესაძლებლობა. შევხვდებით 19 ნოემბერს, კინგსის ქართული ენის ოლმპიადის პირველ აღდგენით ტურზე.

ჩვენ თითოეულ კინგსელთან ერთად ქართული ენის სადარაჯოზე ვდგავართ!