2016-11-13

სასწავლო აქტივობების ისტორიაში ტრიუმფალური მოვლენის ტრადიცია გრძელდება! საქართველოს მოსწავლეთა თითქმის სრული კონტინგენტი ერთიანდება კინგსის მათემატიკის გრანდიოზული ოლიმპიადის გარშემო!

ჭკვიანების ყველაზე დიდი გამოწვევა - ახალი საფეხური მათემატიკური აზროვნების განვითარებისკენ, უპრეცედენტო კონკურენცია და წარმატებულთა შორის საუკეთესოს ტიტული!

მათ, ვინც კარგად იცის ანგარიში, არ ესწავლება თუ რაოდენ ანგარიშგასაწევია ის მასშტაბები, რომელსაც კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა აღწევს. ამ ტრიუმფალურ მოვლენაში მონაწლეობა თითოეული კინგელისთვის საამაყოსთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა ათი ათასობით მონაწილეს ეხმარება ზუსტად გათვალოს ნაბიჯები წარმატებული მომავლისკენ.

 20 ნოემბერს საქართველოს 37 ქალაქში ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა თითქმის სრული კონტინგენტი სეზონის ტრიუმფალური მოვლენის მონაწილე გახდება!

დაელოდეთ საინტერესო სიახლეებს.

თითოეულ კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას.