2016-11-11

იპოვე შენი თავი საქართველოს რუკაზე - ასე ეწოდება კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის წამახალისებელ ონლაინ სოციალურ აქტივობას, რომელიც ჩვენი ოლიმპიადის ათი ათასობით მონაწილეს საკუთარი კუთხის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

კინგსის ქართული ენის ყველაზე ფართომასშტაბიან ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000-ზე მეტი კინგსელია ჩართული. ჩვენ გვსურს, თითოეულ მათგანს, როგორც კინგსის თაობის განსაკუთრებულ წევრს,  თვითგამოხატვის ახალი, სახალისო შესაძლებლობა მივცეთ.

ამისათვის შევქმენით სპეციალური აპლიკაცია, რომელიც კინგსის საიტზე განთავსებულ საქართველოს რუკაზე კინგსელებსა და კინგსელების მშობლებს საკუთარი თავის პოვნის საშუალებას აძლევს.

შემოდი kings.ge-ზე დააფიქსირე კინგსელი ხარ თუ კინგსელის მშობელი, აირჩიე კუთხე, საიდანაც ხარ წარმოშობით, შეავსე საჭირო მონაცემებით შესაბამისი ველები, შექმენი შენი ციფრული პროტოტიპი და იპოვე საკუთარი თავი საქართველოს რუკაზე!

კინგსის აპლიკაციის მეშვეობით შენ შეგიძლია აჩვენო მეგობრებს თუ სადაური კინგსელი ხარ, რა არის შენი მთავარი მახასიათებელი და როგორ გამოიყურება შენი ციფრული პროტოტიპი.

ამ სახალისო აქტივობით გვსურს, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ჩვენი კუთხური წარმომავლობა და ქართულ ენაზე მოსაუბრე ათი ათასობით კინგსელთან ერთად გამოვხატოთ ერთიანი საქართველოს მრავალფეროვნება.