2016-11-10

 

საოლიმპიადე აქტივობის ჩვეულ რეჟიმში უნაკლოდ ორგანიზების მიზნით, კინგსის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით 7000 მოსწავლეს მისცეს ოლიმპიადაზე რეგისტრაციის საშუალება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ოლიმპიადა საქართველოს 37 ქალაქში ჩატარდება.

მონაწილეთა უპრეცედენტო  რაოდენობის გათვლისწინებით თბილისში ოლიმპიადის I ტური 2 ლოკაციაზე გაიმართება. დეტალური  ინფორმაციისთვის ჩატარების ადგილებთან დაკავშირებით იხილეთ ბმული: http://kings.ge/post/530

 

კინგსი ყველა მონაწილეს მოუწოდებს, ოლიმპიადაზე გამოცხადდეს დროულად, ტესტირების დაწყებამდე 15 წუთით ადრე, რათა ოლიმპიადა, ტრადიციულად უნაკლოდ ორგანიზებულად ჩატარდეს.

 

გელოდებით 13 ნოემბერს  ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე.

გისურვებთ წარმატებას!