2016-11-09

გთავაზობთ კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის 1-ლი ტურის ტესტების მიმოხილვას თითოეული კლასის მიხედვით.

 

მე-3 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 5 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველ სავარჯიშო ეხება სიტყვაში მარცვლების რაოდენობის განსაზღვრას, სიტყვის დამარცვლასა და გადატანას. ეს დავალება 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეორე სავარჯიშო არსებით და საკუთარ სახელებს მოიცავს. ის 10-ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.

 

მესამე დავალების შესასრულებლად კინგსელს მომქმედების გამომხატველი სიტყვებისა და მათი დროის განსაზღვრა ესაჭიროება. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 20-ქულიანია.

 

მეოთხე დავალებაში მოცემულია საკითხები მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელბის მქონე სიტყვებზე. სავარჯიშო 20-ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს.

მეხუთე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ნაწყვეტი ქართული ნაწარმოებიდან. კინგსელმა ტექსტის მიხედვით დასმულ 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს. სხვა საკითხებთან ერთად კინგსელს თვეების, ანდაზებისა და მხატვრული გამონათქვამების შინაარსის ცოდნა დაეხმარება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-4 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 5 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი სავარჯიშო არსებითი სახელის რაობასა და ჯგუფებს ეხება. ეს დავალება 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეორე სავარჯიშო ნაცვალსახელებს მოიცავს. ის 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მესამე დავალებაში მოცემულია საკითხები მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელბის მქონე სიტყვებზე. სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 20-ქულიანია.

 

მეოთხე დავალება ზმნასა და ზმნის დროს ეხება. ის 20-ქულიანია 5 საკითხისგან შედგება.

 

მეხუთე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ნაწყვეტი ქართული ნაწარმოებიდან. კინგსელმა ტექსტის მიხედვით დასმულ 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს. სხვა საკითხებთან ერთად კინგსელს თვეებისა და მხატვრული გამონათქვამების შინაარსის ცოდნა დაეხმარება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-5 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 5 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი სავარჯიშო არსებით და ზედსართავ სახელებს ეხება. ეს დავალება 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეორე სავარჯიშოში რიცხვით სახელებსა დ მათ მართლწერას მოიცავს. ის 5 საკითხისგან შედგება და 10-ქულიანია.

 

მესამე დავალებაში მოცემულია საკითხები ნაცვალსახელისა და მისი ჯგუფების შესახებ. სავარჯიშო 20-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეოთხე დავალება ზმნებსა და მათ მართლწერას ეხება. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 20-ქულიანია.

 

მეხუთე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ნაწყვეტი ქართული ნაწარმოებიდან. კინგსელმა ტექსტის მიხედვით დასმულ 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს.  სხვა საკითხებთან ერთად კინგსელს ანდაზებისა და მხატვრული გამონათქვამების შინაარსის ცოდნა დაეხმარება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-6 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი სავარჯიშო არსებითი სახელის მართლწერას ეხება. ეს დავალება 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეორე სავარჯიშო სახელის ბრუნებას და ბრუნვის ნიშნებს მოიცავს. ის 5 საკითხისგან შედგება დ 10-ქულიანია.

 

მესამე დავალება რიცხვით სახელს და მის მართლწერას ეხება. სავარჯიშო 10 ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს.

 

მეოთხე დავალებაში მოცემულია საკითხები ნაცვალსახელის შესახებ. ის 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეხუთე სავარჯიშო ზმნასა და ზმნიზედებს შეეხება. ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია.

 

მეექვსე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ნაწყვეტი ქართული ნაწარმოებიდან. კინგსელმა ტექსტის მიხედვით დასმულ 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს.  კინგსელს  მხატვრული ხერხების, ანდაზებისა და ფრაზეოლოგიზმების შინაარსის ცოდნა ესაჭიროება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-7 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი სავარჯიშო არსებით სახელსა და თანდებულიან ბრუნვებს ეხება. ეს დავალება 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეორე სავარჯიშო მოიცავს ზედსართავის სახელის რაობასა და ბრუნვებს. ის 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მესამე დავალებაში მოცემულია საკითხები ზედსართავი სახელის რაობასა და მართლწერაზე. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 10-ქულიანია.

 

მეოთხე დავალებაში კინგსელს ესაჭიროება ზმნის პირისა და რიცხვის ცოდნა. სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 15-ქულიანია.

 

მეხუთე დავალება ეხება ფორმაცვალებად, ფორმაუცვლელ სიტყვებსა და დამხმარე ა სრულმნიშვნელობიან მეტყველების ნაწილებს. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 15 ქულიანია.

 

მეექვსე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ინფორმაციული ტექტსი, რომლის მიხედვითაც კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს. ცნობილ ქართველ მწერლებზე ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად კინგსელს ფრაზეოლოგიზმების ცოდნა ესაჭიროება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-8 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი სავარჯიშო არსებითი სახელის ბრუნებას ეხება. ის 10 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეორე დავალებაში მოცემულია საკითხები ზდსართავი სახელის რაობაზე. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 10 ქულიანია.

 

მესამე დავალება ნაცვალსახელის ჯგუფებსა და ბრუნებას ეხება. ის 10 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.

 

მეოთხე სავარჯიშო მოიცავს ზმნას, ზმნის პირსა და რიცხვს. დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეხუთე დავალებაში მოცემულია საკითხები ზმნისწინისა და მისი მართლწერის შესახებ. ის 15-ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს.

 

მეექვსე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ინფორმაციული ტექტსი, რომლის მიხედვითაც კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს. ცნობილ ქართველ მწერლებზე ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად კინგსელს ფრაზეოლოგიზმების ცოდნა ესაჭიროება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-9 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი სავარჯიშო კუმშვად და უკუმშველ სახელთა ბრუნებას ეხება. ის 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეორე დავალება მოიცავს საკითხებს რიცხვითი სახელის რაობისა და მართლწერის შესახებ. სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 10-ქულიანია.

მესამე დავალება კომპოზიტების მართლწერას ეხება. ის 10-ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს.

 

მეოთხე სავარჯიშოში მოცემულია საკითხები გრამატიკული დროის რაობის შესახებ. დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეხუთე დავალება წინადადების სახეებს, კერძოდ მარტივ წინადადებას ეხება. დავალებაში 5 საკითხია და ის 15-ქულიანია.

 

მეექვსე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ინფორმაციული ტექტსი, რომლის მიხედვითაც კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ლიტერატურულ ცოდნას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-10 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი სავარჯიშო ეხება კვეცად და უკვეცელ სახელთა ბრუნებას და კუმშვად-კვეცად სახელებს. დავალება 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მეორე სავარჯიშო თანდებულსა და თანდებულიან ბრუნვებს მოიცავს. ის 5 საკითხისგან შედგება და 10-ქულიანია.

 

მესამე დავალების შესასრულებლად კინგსელს სერიებისა და მწკრივების ცოდნას ესაჭიროება. სავარჯიშოში 5 საკითხია დ ის 10-ქულიანია.

მეოთხე დავალებაში მოცემულია საკითხების სინტაქტის შესახებ. ის 15-ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს.

 

მეხუთე სავარჯიშო ეხება კავშირს. დავალება 5 საკითხისგან შედგება და 15-ქულიანია.

 

მეექვსე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ინფორმაციული ტექტსი, რომლის მიხედვითაც კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ლიტერატურულ ცოდნას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

მე11 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი დავალება ადამიანის სახელებისა და გვარების ბრუნებას ეხება. ის 10-ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.

 

მეორე სავარჯიშო ნაცვალსახელის ჯგუფებსა და ნაცვალსახელის ბრუნებას მოიცავს. ის 10-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მესამე დავალება ასპექტს შეეხება. ის 5 საკითხს მოიცავს და 10-ქულიანია.

 

მეოთხე სავარჯიშო სინტაქსური ურთიერთობის სახეებს, კერძოდ: შეთანხმებას, მართვას და მირთვას ეხება. დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

მეხუთე სავარჯიშოში მოცემულია საკითხები შერწყმული წინადადების ირგვლივ. დავალებაში 5 საკითხია და ის 15 ქულიანია.

 

მეექვსე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ინფორმაციული ტექტსი, რომლის მიხედვითაც კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ლიტერატურულ ცოდნას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

მე-12 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 

პირველი სავარჯიშო უცხოური ენიდან შემოსულ სახელთა მართლწერას ეხება. ის 10-ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.

 

მეორე დავალებაში მოცემულია საკითხები რიცხვითი სახელის რაობისა და მართლწერის შესახებ. სავარჯიშოში 5 საკითხია და 10-ქულიანია.

 

მესამე სავარჯიშო ნაწილაკს მოიცავს. ის 10-ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.

 

მეოთხე დავალებაში მოცემულია ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთობა რიცხვში. სავარჯიშო 15-ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს.

 

მეხუთე დავალება განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებას შეეხება. ის 5 საკითხისგან შედგება და 15-ქულიანია.

 

მეექვსე დავალება ტექსტის გააზრებას მოითხოვს. სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ინფორმაციული ტექტსი, რომლის მიხედვითაც კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალება 40 ქულიანია.

 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ლიტერატურულ ცოდნას და ფრაზეოლოგიზმების გააზრებას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

გისურვებთ წარმატებას!