2016-11-07

მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე წლებია 100 000-მდე კინგსელი წარმატებით ერთვება
უდიდესი ეროვნული სიამაყის - ქართული ენის დაფასებისა და პოპულარიზაციის დიდ საქმეში.

 

კინგსის ქართული ენის ყველაზე ფართომასშტაბიანი ოლიმპიადა უკვე დაიწყო და მონაწილეთა რაოდენობამ საგნობრივი ოლიმპიადების ისტორიაში ყოველგვარი რეკორდი მოხსნა - ის უკვე აერთიანებს უპრეცედენტო რაოდენობის მონაწილეს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ეროვნულ საქმეში.

 

კინგსის ქართული ენის ოლიმპიადა წარმოადგენს მრავალფეროვან ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია მდიდარი ქართული ენისა და ლიტერატურის წარმოჩენის, პოპულარიზაციისა და ჯეროვნად დაფასებისკენ.

 

ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური 13 ნოემბერს გაიმართება საქართველოს 37 ქალაქში.

 

კინგსელებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასე გიყვართ ქართული ენა. მადლობა იმისთვის, რომ, იცავთ, აფასებთ, აძლიერებთ და ემსახურებით ჩვენს უდიდეს სიმდიდრეს. ჩვენ ერთად ვდგავართ ეროვნული საგანძურის სადარაჯოზე!