2016-11-03

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო მოვლენის კვალდაკვალ, 2 ნოემბერს,  კინგსმა თბილისის მედიათეკაში სპეციალურად კინგსელებისთვის შექმნილი წიგნის - ინგლისური ენის მოსამზადებელი ტესტების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა. 

 

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის გასული სეზონის გამარჯვებული მონაწილეები. კინგსის თაობის ეს წარმატებული მოსწავლეები სამწლიანი განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე გახდნენ კინგსის ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსის მფლობელები. ამ სტატუსის შესაბამისად, მათ პირველებს გადაეცათ კინგსელის ექსკლუზიური სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ერთგულ გზამკვლევს წარმატების გზაზე.

 

6 ნოემბერს, ინგლისური ენის ოლიმპიადის მე-2 ტურზე, მთელი საქართველოს მასშტაბით 37 ქალაქში 20 000-ზე მეტი კინგსელი მიიღებს სპეციალურად მოსწავლის განვითარებისთვის შედგენილ ამ ექსკლუზიურ წიგნს.

 

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო მასშტაბების მქონე ეს მოვლენა ესმახურება კინგსის მთავარ მიზანს - ავამაღლოთ ზოგადი განათლებისა და წიგნიერების დონე მოსწავლე-ახალგაზრდებში.