„მოსწავლის სამწლიანი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში წარმატებული მოსწავლეების ინტელექტუალური რესურსის ასათვისებლად და ახალ საფეხურზე ასაყვანად, კინგსმა შეიმუშავა „კინგსის ნდობით აღჭურვილი პირის“ პროექტი.
ეს მასშტაბური პროექტი ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული წარმატებული პრაქტიკის ქართულ სასკოლო სივრცეში გადმოტანას ემსახურება. პროექტის მიხედვით კინგსის თაობის წარმატებულ წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ კინგსის სპეციალური მხარდაჭერა და მოიპოვონ უფლებამოსილება, რათა საკუთარი ცოდნა გაუზიარონ და მეცადინეობაში დაეხმარონ სხვა მოსწავლეებს.
ამ პრაქტიკის მეშვეობით კინგსის ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსის მქონე მოსწავლეები კინგსის თაობის ლოკომოტივად იქცევიან და თავიანთ შესაძლებლობებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმისკენ მიმართავენ. ამ გზით, ჩვენი მიზანია, სკოლის სოციუმში დამყარდეს ურთიერთგანვითარების ტენდენცია, რაც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული განათლების სისტემისთვის. ამ მიზნის შესასრულებლად კი კინგსი მოსწავლეთა ყველაზე წარმატებული სოციუმის, კინგსის თაობის განსაკუთრებულ წევრებს გადასცემს უფლებამოსილებას.
პროექტის განხორციელების დასაწყისი 6 ნოემბერია, დღე, როდესაც საქართველოს 37 ქალაქში ათასობით კინგსელი ამ პროექტის უშუალო თანამონაწილე გახდება. ამის დასტურად, ინგლისური ენის ოლიმპიადის II ტურში მონაწილე კინგსელებს საჩუქრად კინგსის პირველი წიგნი: ,,კინგსელის სახემძღვანელო ტესტების კრებული“ გადაეცემათ! ეს კინგსის სპეციალური მხარდაჭერის საწყისი ეტაპია, რომელიც წარმოადგენს მოსწავლის „სამწლიანი განვითარების პროგრამის“ სტრატეგიულ რგოლს.
,,სამწლიანი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში კინგსის ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსი პირველ ეტაპზე 2016 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის 5 000-მდე დიპლომანტ კინგსელს მიენიჭა.
ამ სტატუსის მქონე მოსწავლეებს, რომლებიც 6 ნოემბერს, ინგლისური ენის ოლიმპიადის მე-2 ტურში იღებენ მონაწილეობას, კინგსის სახელმძღვანელო დაეხმარებათ ,,კინგსის ნდობით აღჭურვილი პირისთვის“ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში: სტატუსის მქონე კინგსელი თავის თანაკლასელებთან, მეგობრებთან ერთად ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით გაიღრმავებს ცოდნას, შეძლებს მოემზადოს კინგსის ოლიმპიდისთვის და მეგობარ კინგსელებს დაეხმარება უკეთესი შედეგის დაფიქსირებაში.
დანარჩენ მოსწავლეებს კი, ვინც გასულ სეზონზე ვერ მოახერხა ინგლისურ ენაში მიეღო კინგსის ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილება, სწორედ ეს სახელმძღვანელო, კინგსელის წარმატებისთვის შექმნილი წიგნი მისცემს საშუალებას მიაღწიონ სამაგალითო შედეგს და მოიპოვონ დამსახურებული წოდება კინგსის თაობაში.
მიიღე წიგნი, მოიპოვე კინგსის ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილება და გახადე შენი წარმატება სხვებისთვის მისაბაძი!