2016-10-31

უპრეცედენტო მოვლენა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში - სპეციალურად მოსწავლის წარმატებული მომავლისთვის შექმნილი წიგნი - ,,კინგსელის სახელმძღვანელო ტესტები ინგლისურ ენაში“!

 

ინგლისური ენის ოლიმპიადის მე-2 ტურზე, 6 ნოემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით - ქვეყნის 37 ქალაქში, 20 000-მდე კინგსელი ,,მოსწავლეთა სამწლიანი განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ანა მასწავლებლისგან საჩუქრად  მიიღებს მოსწავლის განვითარებისთვის შედგენილ ექსკლუზიურ სახელმძღვანელოს, რომელიც მონაწილეებს წარმატებისკენ მიმავალ ახალ გზებს გაუხსნის.

 

თქვენ მოიპოვეთ უფლება, გახდეთ ამ უდიდესი მოვლენის მონაწილე! გვჯერა, რომ სწორედ ეს წიგნი გახდება თქვენი ერთგული მეგზური წარმატების გზაზე. კინგსელის სახელმძღვანელოში ინგლისური ენის ასეულობით სავარჯიშოსთან ერთად გაერთიანებულია ფსიქოლოგიური, სამოტივაციო და ინფორმაციული სტატიები თანამედროვე განათლების, მშობლის როლის, მოსწავლის ქცევის, ცოდნის ამაღლებისა და წარმატების მიღწევის შესახებ.

 

როგორც ამბობენ, „ადამიანებზე შეიძლება ვიმსჯელოთ მათ მიერ ამორჩეული წიგნებისა და მეგობრების მიხედვით“. თქვენ უკვე აირჩიეთ კინგსი თქვენს მეგობრად. ჩვენ კი შევეცადეთ აგვერჩია საუკეთესო გზა ჩვენი მეგობრობის გასაგრძელებლად. წინ არაერთი გამოწვევაა, წიგნიერება კი არის თქვენი განსაკუთრებული უპირატესობა თანამედროვე მსოფლიოში.

 

გახდი ინტელექტუალური განძის მფლობელი, მიიღე კინგსელის სპეციალური სახელმძღვანელო და იარე წარმატების გზაზე. შენ ამას ნამდვილად იმსახურებ!