,,სოციალურად დაუცველის“ სტატუსის მქონე კინგსელების საყურადღებოდ: სოციალურად დაუცველთათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 30 000 ქულა და მასზე ნაკლები, კომპანია აძლევს შესაძლებლობას ოლიმპიადაში მიიღონ მონაწილეობა სრულიად უფასოდ. ამისათვის აუცილებელია, მონაწილეობის მსურველმა ელ. ფოსტაზე [email protected] გამოაგზავნოს სოციალური სააგენტოდან მიღებული ამონაწერის დასკანერებული ვერსია, მონაწილის სახელი და გვარი, ქალაქი, სკოლა და საკონტაქტო ნომერი არაუგვიანეს 3 ნოემბრისა ( ინგლისური) 25 ნოემბრისა (ქართული) და 9 დეკემბრისა (მათემატიკა). ამონაწერის მიღებისთანავე, მოსწავლე იმავე ელ ფოსტაზე მიიღებს კინგსის საშვს. მოსწავლემ უნდა ამობეჭდოს კინგსის საშვი და წარადგინოს ოლიმპიადის ჩატარების დღეს. ოლიმპიადაზე საფასურის გადახდის გარეშე მონაწილეობის მიღება ამ საშვის საფუძველზე შეუძლიათ (ამონაწერის ოლიმპიადაზე წარდგენის შემთხვევაში მოსწავლე უფასოდ არ დაიშვება).