2016-10-24

23 ოქტომბერს კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის 1-ლი ტურის მეორე ნაკადი საქართველოს 20 ქალაქში გაიმართა.  დღემ კინგსელების აქტიურობისა და წამახალისებელი სიურპრიზების ფონზე საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა.

 

კინგსელებს საშუალება ჰქონდათ, ინგლისური ენის საოლიმპიადე ტესტთან ერთად გაევლოთ სეზონის მთავარი ინტელექტუალური მოვლენის - ვუნდერკინგსის შესარჩევი ეტაპიც.

 

ამასთანავე, ყველა მონაწილეს საოლიმპიადე ტესტზე დახვდა წიგნის მოთხოვნის შესავსები გრაფა, რომლის მონიშვნის საფუძველზეც, თითოეული კინგსელი ოლიმპიადის მე-2 ტურში მიიღებს ანა მასწავლებლის საჩუქარს. ინგლისური ენის ოლიმპიადის მე-2 ტურში გადასული ყველა მონაწილე, რომელმაც მონიშნა წიგნის მოთხოვნა, გახდება სპეციალურად კინგსელებისთვის შექმნილ წიგნის მფლობელი სრულიად უფასოდ.

 

გარდა ამისა, ოლიმპიადის თითოეულ მონაწილეს გადაეცა კინგსელის სპეციალური სტიკერი წარწერით „წარმატება გვაერთიანებს.“ იმედი გვაქვს, ეს სიტყვები ყველა კინგსელის სლოგანად იქცევა. ჩვენი საერთო მისწრაფება, ის რაც გვამოძრავებს და მიზნების მიღწევაში გვეხმარება ხომ  წარმატების სურვილია! სწორედ ამიტომ, ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ წარმატება გვაერთიანებს!

 

თბილისში კინგსელების გემრიელ გახალისებაზე კინგსის ლომის ახალმა მეგობარმა - ივერიამ იზრუნა. კინგსის ლომი თავის მეგობრებთან ერთად კიდევ უამრავ სიურპრიზს ამზადებს , უახლოეს მომავალში საქართველოს დანარჩენ ქალაქებსაც ეწვევა და ყველა კინგსელს დაუვიწყარ მხიარულებას მოუწყობს.

 

ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ნამუშევრების გასწორება და ოლიმპიადის ინდივიდუალური შედეგები უმოკლეს დროში გამოქვეყნდება.

 

ყველა მონაწილეს წარმატებას გისურვებთ!