2016-10-22

ყველა კინგსელს, ვინც 16 ოქტომბერს წარმატებით გაიარა ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტური, ვულოცავთ მე-2 ტურში გადასვლას!

 

I ტურის მეორე ნაკადს კი ველოდებით 23 ოქტომბერს.

 

რაც შეეხება ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურს, ის გაიმართება 6 ნოემბერს.

 

ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე ყველა კინგსელი, ვინც პირველ ტურზე მონიშნა საოლიმპიადე ტესტში მოცემული წიგნის მოთხოვნა, 6 ნოემბერს მიიღებს ანა მასწავლებლის საჩუქარს - სპეციალურად კინგსელებისთვის შექმნილ წიგნს სრულიად უფასოდ.

 

მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ოლიმპიადის საფასურის გადახდა, რომელიც შეადგენს 18 ლარს. გადახდა მიმდინარეობს 6 ნოემბრამდე.

 

საფასურის გადახდისთვის იხილეთ გადახდის ინსტრუქცია: http://kings.ge/payment

 

ყველა მონაწილეს გისურვებთ წარმატებას!