2016-10-21

 

მოდიხარ 23 ოქტომბერს? - მაშინ გაიცანი შენი მომავალი თანამგზავრი წარმატების გზაზე!

კინგსი საშუალებას გაძლევს, მიიღო ანა მასწავლებლის საჩუქარი - სპეციალურად კინგსელებისათვის შექმნილი წიგნის მფლობელი სრულიად უფასოდ:

  - გაიუმჯობესე  შედეგები ინგლისური ენის სავარჯიშო ტესტების კრებულის დახმარებით,

  - მოიწყვე მინი Kings ოლიმპიადა საკუთარ სახლში, გამოსცადე თავი და შეეჩვიე საკონკურსო გარემოს,

  - ისწავლე ხალისით, შეეჭიდე სახალისო ამოცანებს, რებუსებსა და ილუსტრირებულ დავალებებს ინგლისურ ენაზე.

 

ანა მასწავლებლის წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ კინგსელებს, არამედ - მათ აქტიურ მშობლებსაც. წიგნის მეშვეობით თქვენ მიიღებთ:

  - სასარგებლო და კომპეტენტურ რჩევებს;

  - ინფორმაციას  განათლების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებზე;

  - ფსიქოლოგიურ, სამოტივაციო და ინფორმაციულ სტატიებს მშობლის როლის შესახებ შვილებისთვის ცოდნის ამაღლებისა და წარმატების მიღწევის საქმეში;   

წიგნის მისაღებად, საჭიროა, მონიშნო საოლიმპიადე ტესტში მოცემული წიგნის მოთხოვნა.

გელოდებით 23 ოქტომბერს.

​ერთად მოვემზადოთ წარმატებისთვის!