2016-10-20

23 ოქტომბერს ინგლისური ენის ოლიმპიადის 1-ლი ტურის მეორე ნაკადთან ერთად, კინგსელებს კიდევ ერთხელ ეძლევათ საშუალება უფასოდ გაიარონ ვუნდერკინგსის შესარჩევი ტური.

 

ვუნდერკინგსი წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ საგანამანათლებლო ღონისძიებას, რომელიც არ ამოწმებს მოსწავლის ცოდნას, არამედ იმას, თუ როგორ აზროვნებს, რამდენად მიხვედრილი და საზრიანია ის.

 

მიუხედავად იმისა, როგორ სწავლობ, რომელი საგნით ინტერესდები, ჩვენ გვჯერა, რომ შენში იმალება საოცარი გონებრივი შესაძლებლობები. ვუნდერკინგსი სწორედ ამ უნარების მაქსიმალურად გამოვლენისთვის შეიქმნა.

 

23 ოქტომბერს, ინგლისური ენის ოლიმპიადასთან ერთად:



- გაიარე ვუნდერკინგსის შესარჩევი ტესტირება, 

 

- სწორად ამოხსენი მოცემული 5 ამოცანიდან მინიმუმ  2 ამოცანა

 

-  დააგროვე მაქსიმალური 10 ქულიდან მინიმუმ 4 ქულა

 

და მოიპოვე სეზონის კულმინაციურ მოვლენაში მონაწილეობის უფლება.

 

25 დეკემბერს შენ შეგიძლია გახდე სეზონის ყველაზე განხვავებული, გრანდიოზული ინტელექტუალური ღონისძიების მთავარი გმირი. აღმოაჩინე საკუთარი უნარები, იპოვე შენში ვუნდერკინგსი!