2016-10-19

სეზონზე კინგსის პარტნიორია მაღალრეიტინგული გადამზადების, საკვალიფიკაციო ცენტრი „ბიზნეს აკადემია“. ბიზნეს აკადემიის უცხო ენების შემსწავლელმა ცენტრმა სპეციალურად კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის დააწესა განსაკუთრებული პრიზი:

 

 

  • "ბიზნეს აკადემია" იღებს ვალდებულებას, რომ კინგსის ოლიმპიადის ინგლისური ენის 2016 წლის შემოდგომის მონაწილეებს გადასცემს 20 სასწავლო ვაუჩერს, რომელიც 100 % -ით დაუფინანსებს სწავლას "ბიზნეს აკადემია"-ში.

 

  • "ბიზნეს აკადემია " კინგსის ინგლისური ენის 250 საუკეთესო მონაწილე , მიიღებს 50% ფასდაკლების ბარათს.

 

სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის მოსამზადებელი პროგრამები აგებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. "ბიზნეს აკადემია"-ში სკოლის მოსწავლეების დარეგისტრირება მიმდინარეობს III კლასიდან XII კლასის ჩათვლით.აღნიშნული პროგრამით გავლა შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეს მაქსიმალური შედეგით დახუროს საერთაშორისო ენის შემსწავლელი კურსი და სრულწლოვნობის ასაკში შეძლოს C1-C2 დონეზე ფლობდეს ინგლისურ ენას.

 

სპეციალურად ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებული კინგსელებისთვის დაწესებული ეს შესანიშნავი პრიზი მოსწავლეებს განვითარების, ცოდნის ამაღლებისა და წარმატების მიღწევის უზარმაზარ შანსს აძლევს.

 

კინგსელებო, შემოდგომის სეზონზე  კიდევ უამრავ საინტერესო სიურპრიზს გპირდებით.

 

ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ წარმატება გვაერთიანებს!