2016-10-17

 

   ამ განსაკუთრებულ დღეს, უჩვეულოდ ბედნიერი კინგსის ლომი ახლადშეძენილ ზღაპრულ მეგობრებთან ერთად კინგსელების შესახვედრად გაემართა. მის ამალას შეადგენდნენ : გულკეთილი დანკინ დონატი, მხიარული ვენდიკოები, მამაცი ყავის ჭიქა და ფრიქსის ორი მშვენიერი გოგონა. მეგობრებს ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ: ეჩუქებინათ კინგსელებისთვის დაუვიწყარი დღე.


მოგეხსენებათ, ამ დღეს საქართველოს 37 ქალაქში ერთდროულად ათი ათასობით კინგსელი ინგლისური ენის ოლიმპიადის ტესტებს წერს. მოსწავლეები მისაბაძი პუნქტუალურობით ცხადდებიან ჩატარების ადგილებზე, შესაშური მონდომებით იკავებენ კუთვნილ ადგილს და მაქსიმალური ყურადღებით ხსნიან ინგლისურ სავარჯიშებს. 

ცხადია, კინგსელების უმეტესობა ამ დღეს, ცოტა არ იყოს მაინც მღელვარებითაა მოცული - „როგორ დავწერ“, ,  „ძალიან ხომ არ დავიღლები“,„პასუხებს ხომ სწორად გადავიტან“ „შემთხვევით არ დავიბნე“ - მსგავსი არაერთი კითხვა უტრიალებს კინგსელებს გონებაში, მაგრამ ერთმანეთისა და კინგსის მხიარული გუნდის დანახვისას მათ გულებში ყველანაირი მღელვარება სილაღეს უთმობს ადგილს.

ეს მუდამ ასე იყო, მაგრამ 16 ოქტომბერს, კინგსელები უჩვეულოდ  დიდი პოზიტივით დაიმუხტნენ! მათ სიურპრიზებზე ხომ კინგსის ლომის ზღაპრული ამალა ზრუნავდა! ოლიმპიადაზე მოსულმა უკლებლივ ყველა კინგსელმა საჩუქრად მიიღო:

 

-კინგსის სპეციალური სტიკერი,
- ფერადი ბუშტები,
- FRIXX-ის ჩიფსები,
- ვენდისა და დანკინ დონატსის 15 პროცენტიანი ფასდაკლების ბარათები

 

კინგსელების მოზღვავებული ემოციით, ბედნიერი სახეებითა და შეძახილებით თუ ვიმსჯელებთ ჩვენი ლომისა და მისი შესანიშნავი ამალის მისია შესრულებულია!

 

აქვე შეგახსენებთ, მათთვის, ვინც 16 ოქტომბერს ვერ მოახერხა ოლიმპიადაზე მოსვლა, ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტურის II ნაკადი გაიმართება 23 ოქტომბერს. კინგსის ლომი კინგსელებს 23 ოქტომბერს ანალოგიურ სიურპრიზებს და დაუვიწყარ დღეს გპირდებათ.

გელოდებით, წინ ბევრი ბედნიერი დღეა!