2016-10-12

კინგსის „მოსწავლის სამწლიანი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ანა მასწავლებელი, როგორც განათლების პირადი ასისტენტი მშობლებისთვის, კინგსელებს შემოდგომის სეზონზე სხვადახვა შემეცნებით სიურპრიზს სთავაზობს.

 

    ერთ-ერთი მათგანია განათლების საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებაზე დაფუძნებით შედგენილი სპეციალური წიგნი - მშობლის სახელმძღვანელო ინგლისურ ენაში. მშობლებისთვის ეს წიგნი წარმოადგენს კომპეტენტურ გზამკვლევს თანამედროვე ინტელექტუალურ სივრცეში. სახელმძღვანელო ინგლისური ენის ასეულობით სავარჯიშოსთან ერთად აერთიანებს ფსიქოლოგიურ, სამოტივაციო და ინფორმაციულ სტატიებს თანამედროვე განათლების, მშობლის როლის, მოსწავლის ქცევის, ცოდნის ამაღლებისა და წარმატების მიღწევის შესახებ.

 

ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე, საქართველოს 37 ქალაქში, თითოეულ მონაწილეს ოლიმპიადაზე ანა მასწავლებლისგან დახვდება სპეციალური განაცხადი, რომლის შევსების საფუძველზეც უკვე მეორე ტურში, კინგსელები სრულიად უფასოდ მიიღებენ ამ ექსკლუზიურ სახელმძღვანელოს.

 

ანა მასწავლებლის მიერ შედგენილი წიგნი მშობელს თანამედროვე განათლების სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სიახლეებს მიაწვდის და რაც ყველაზე მთავარია, დაეხმარება მას, რომ შვილს საუკეთესო გზა გამოაძებნინოს წარმატების მისაღწევად.