2016-10-10

გვინდა გაუწყოთ, რომ კინგსის შემოდგომის ინოვაციურმა სეზონმა მოსწავლეთა ჯერარნახული დაინტერესება გამოიწვია. 

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეკორდული რაოდენობის გამო, რეგისტრაციის მიმდინარე ტემპის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ ინგლისური ენის ოლიმპიადის 1-ლი ტური ორ ნაკადად ჩავატაროთ. 

 

პირველი ნაკადი 16 ოქტომბერს  ჩატარდება, მეორე კი - 23 ოქტომბერს. ოლიმპიადის ორ ნაკადად გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს მიზანს, რომ მონაწილეთა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გათვალისწინებით საოლიმპიადე პროცესი იყოს მაქსიმალურად კარგად ორგანიზებული და თითოეული კინგსელისთვის სასიამოვნო შეგრძნებებით აღსავსე.

 

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე 11 ოქტომბრამდე დარეგისტრირებულ კინგსელებს ველოდებით 16 ოქტომბერს. 11 ოქტომბრიდან კი დარეგისტრირებისას, თავად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი თარიღი - 16 ან 23 ოქტომბერი.

 

კინგსის გუნდი სრული მზადყოფნით და განსაკუთრებული შემართებით გელოდებათ.

 

თითოეულ კინგსელს გისურვებთ წარმატებას!