2016-10-04

წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მასშტაბურ ინტელექტუალურ მოვლენას - ვუნდერკინგსს. ეს სრულიად განსხვავებული საგანმანათლებლო ღონისძიებაა.

მიუხედავად იმისა, როგორ სწავლობ, რომელი საგნით ინტერესდები, ჩვენ გვჯერა, რომ შენში იმალება საოცარი გონებრივი შესაძლებლობები.

ვუნდერკინგსი არ ამოწმებს შენს ცოდნას, არამედ იმას, თუ როგორ აზროვნებ, რამდენად მიხვედრილი და საზრიანი ხარ. ის შენი უნარების მაქსიმალურად გამოვლენისკენაა მიმართული.

სწორედ ამიტომ, 16 ოქტომბერს გეძლევა შესაძლებლობა უფასოდ გაიარო ვუნდერკინგსის შესარჩევი ეტაპი ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველ ტურთან ერთად.

4 დეკემბერს კი გახდე გრანდიოზული, უპრეცედენტო ინტელექტუალური მოვლენის მთავარი გმირი.

აღმოაჩინე საკუთარი უნარები, იპოვე შენში ვუნდერკინგსი!