2016-09-22

კინგსელებო, გილოცავთ გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების ფინალში მიღწეულ წარმატებას და გაუწყებთ, რომ თქვენ მიერ დამსახურებულად მოპოვებული სერტიფიკატებისა და დიპლომების გადმოცემა 26 სექტემბიდან დაიწყება.

გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების შესაბამისი ხარისხის დიპლომები და სერტიფიკატები სპეციალური კონვერტების მეშვეობით დარიგდება სკოლებში და თითოეული ფინალისტი კინგსელი მიიღებს საკუთარი წარმატების დამადასტურებელ დოკუმენტს. სერტიფიკატებისა და დიპლომების დარიგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით 15 ოქტომბრამდე დასრულდება.

 

გვჯერა, ამ სეზონზე კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუდგებით საკუთარ თავზე მუშაობას და უფრო დიდ წარმატებას მიაღწევთ!  

 

აქვე გაცნობებთ, რომ შემოდგომის სეზონის ოლიმპიადებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტური 16 ოქტომბერს ჩატარდება.

 

თითოეულ თქვენგანს წარმატებულ სეზონს გისურვებთ.

 

ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ წარმატება გვაერთიანებს!