2016-09-22

 

სპეციალურიად შემოდგომის სეზონისთვის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მომზადდა განახლებული საოლიმპიადე ტესტები ინგლისურ ენაში. მოსწავლის კომპეტენციის შესაფასებლად, ტესტის თითოეულ დავალებაში  ჩადებულია ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი სპეციალური ინდიკატორები. ამ ინდიკატორების მეშვეობით ქართველი ექსპერტების მიერ შემუშავებული უნიკალური ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა eduroad-ი უზრუნველყოფს:

 

  • თითოეული მოსწავლის საოლიმპიადე ნამუშევრის ინდივიდუალურ ანალიზს,
     
  • შესაბამისი თეორიული მასალის მიწოდებას ტესტებში დაშვებული შეცდომების აღმოსაფხვრელად,
     

  • სახალისო სავარჯიშოების შეთავაზებას მოსწავლის ცოდნის გასაუმჯობესებლად,
     

ჩვენ უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აქტიურად ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს სასკოლო სივრცეში, რათა ინოვაციური განვითარება თითოეული კინგსელისთვის უშუალოდ ხელმისაწვდომი და პრაქტიკული სარგებლის მომტანი გახდეს.
 

გადადი განვითარების ინოვაციურ ეტაპზე!
 

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 16 ოქტომბრამდე. რეგისტრაცია და პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა.
 

კინგსი გისურვებთ წარმატებას!