2016-09-22

 

შენი განვითარების ახალი საფეხური, შესაძლებლობა, რომელიც გაპოვნინებს გზას საკუთარი წარმატებისკენ - კინგსის შემოდგომის სეზონი დაიწყო!

19 სექტემბერს,  კინგსის შემოდგომის სეზონი გახსნილად გამოცხადდა!

საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე შემდეგ ოლიმპიადებზე:

 

ინგლისური ენა                       ქართული ენა                      მათემატიკა

 

I ტური - 16 ოქტომბერი       I ტური - 30 ოქტომბერი         I ტური - 27 ნოემბერი

II ტური - 6 ნოემბერი           II ტური - 20 ნოემბერი            II ტური - 18 დეკემბერი

III ტური - 13 ნოემბერი       III ტური - 11 დეკემბერი        III ტური - 25 დეკემბერი

ოლიმპიადის ჩატარების ადგილები:

 

ამ სეზონზე მონაწილეთა განსაკუთრებული აქტივობის გათვალისწინებით ოლიმპიადის ჩატარების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა და  ჩვენი ოლიმპიადები უკვე 37 ქალაქში ჩატარდება. ესენია: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, წალკა, ახალციხე, მარნეული, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, ლაგოდეხი,მცხეთა, დუშეთი, კასპი, ქარელი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ხონი, ვანი, სამტრედია, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ხობი, სენაკი, აბაშა, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი.

 

შემოდგომის სეზონიდან კინგსი განვითარების ინოვაციურ ეტაპზე გადადის და მოსწავლეებს ონლაინ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. 
კინგსელს საშუალება ეძლევა შექმნას პირადი პროფილი და მიიღოს უნიკალური, მუდმივი პირადი ნომერი, რომლის მეშვეობითაც მოსწავლე იდენტიფიცირდება კინგსის ნებისმიერ ოლიმპიადაზე, ისარგებლებს ინოვაციური ონლაინ საგანმანათლებლო ტქნოლოგიებით, პირადად მიიღებს ინდივიდუალურ  სივრცეში მოქცეულ  ყველა საოლიმპიადე სიახლეს და უწყვეტ ონლაინ კავშირს კინგსის გუნდთან.

ჩვენ, უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აქტიურად ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს სასკოლო სივრცეში, რათა ინოვაციური განვითარება თითოეული კინგსელისთვის უშუალოდ ხელმისაწვდომი და პრაქტიკული სარგებლის მომტანი გახდეს.

გადადი განვითარების ინოვაციურ ეტაპზე!

ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ წარმატება გვაერთიანებს!