2016-09-15

კინგსი ახალ სასწავლო წელს თქვენთან ერთად ახალი შემართებით, მნიშვნელოვანი მიღწევებით, უამრავი საინტერესო პროექტითა და რაც მთავარია, ახალი მიზნებით ხვდება! ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით, რათა თქვენთვის სასწავლო წლის დაწყებისთანავე ახალი შესაძლებლობები შემოგვეთავაზებინა.

 

წლის პირველ სიურპრიზს კინგსი თბილისელი კინგსელებისთვის 17 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თბილისის საგანმანათლებლო ფესტივალის გახსნაზე აწყობს. 

 

ყველა კინგსელს, ვინც თბილისშია, კინგსის ლომი გეპატიჟებათ მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალზე! 

 

გელოდებით შაბათს, 17 სექტემბერს,  დილის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში.

 

კინგსელებს ლომთან ერთად ელით სხვადასხვა სახალისო შეჯიბრი, სამახსოვრო საჩუქრები, წამახალისებელი გათამაშებები და საინტერესო პრიზები ელით.

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!