2016-09-15

ჩვენო საყვარელო კინგსელებო, ძვირფასო პედაგოგებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღეს თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ეტაპი დგება. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენ გვერდით ვართ და მზად ვართ, სასწავლო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო სიალხეებით აღსავსე გავხადოთ.

 

კინგსი ახალ სასწავლო წელს თქვენთან ერთად ახალი შემართებით, მნიშვნელოვანი მიღწევებით, უამრავი საინტერესო პროექტითა და რაც მთავარია, ახალი მიზნებით ხვდება! ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით, რათა თქვენთვის სასწავლო წლის დაწყებისთანავე ახალი შესაძლებლობები შემოგვეთავაზებინა:

 

პირველ სიურპრიზს კინგსი შემოგთავაზებთ 17 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ფესტივალის გახსნაზე (თბილისი, ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი).

 

კინგსელებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ინოვაციების შთამბეჭდავი გამოფენა, ჩაერთონ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში. მოსწავლეებს კინგსის ლომთან ერთად ელით სხვადასხვა სახალისო შეჯიბრი, სამახსოვრო საჩუქრები, წამახალისებელი გათამაშებები და საინტერესო პრიზები.

 

მოსწავლეებს ასევე საშუალება ექნებათ უშუალოდ გაეცნონ კინგსის ინოვაციურ პროექტებს და ექსკლუზიურად მიიღონ ინფორმაცია შემოდგომის სეზონის სიახლეებზე.

 

კინგსი გილოცავთ და მოუთმენლად გელით!