2016-09-14

სულ ახლახანს დავამთავრე ხვალინდელი სამზადისი. პერანგი საგულდაგულოდ გაუთოებული, მაღვიძარა მომართული და ჩანთაც ჩალაგებულია. სასწავლო წლის არც ერთ დღეს არაა ჩემი ჩანთა ასე მსუბუქი, მაგრამ მასში ჩასალაგებელი ნივთების შერჩევზე ყველაზე დიდი დრო ყოველთვის სწორედ დღეს მეხარჯება. რატომ? - ხვალ ხომ არაჩვეულებრივი დღეა - სკოლა იწყება. თუმცა ხვალ ერთადერთი დღეა, როცა მთავარი არ იქნება სასკოლო ნივთები, არც სახელმძღვანელოები და არც თვით გაკვეთილები. 15 სექტემბერი დიდი გაზიარების დღეა - მონატრებული კლასელებისთვის და მასწავლებელებისთვის ზაფხულის თავგადასავლების გაზიარების დღე!

 

ამ ზაფხულს იმდენი რამ გადამხდა თავს, იმდენ ადგილას ვიყავი, ათასი სამახსოვრო ნივთი შემიგროვდა. მინდა ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი შევარჩიო და სწორედ მის შესახებ ვუამბო მეგობრებს. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე პატარა, ფერადი სამაგიდო ცათმფრენი წავიღო და მოვყვე რა სირთულეების გადალახვა დამჭირდა მის მოსაპოვებლად. დარწმნებული ვარ, მეგობრები მომიწონებენ ნამოქმედარს. ხუმრობა ხომ არ არის, ასე ინოვაციურად არასოდეს გამიტარებია ზაფხული.

 

როგორ მაინტერესებს, თქვენ რა ამბავი გაქვთ ხვალისთვის?