2016-09-14

კინგსი ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტი გახდა!

 

კინგსი 523 კომპანიიდან 3 ფინალიტს შორის მოხვდა წლის ქართული პროდუქტის ნომინაციაში.

 

ბიზნეს დაჯილდოება საქართველოში  ყველაზე მასშტაბურ კონკურსს წარმოადგენს. ამ კონკურსში ფინალურ ეტაპზე მოხვედრა და გამარჯვებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა უკვე დიდი წარმატებაა. 

 

ეს წარმატება თითოეული კინგსელის, მათი მასწავლებლებისა და მშობლების დამსახურებაა, რადგან კინგსი სწორედ კინგსელებთან  ერთად ძლიერდება. კინგსის წარმატება კი თითოეული მოსწავლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური განვითარების, ახალი შესაძლებლობების საწინდარია.

 

წინ დაჯილდოების ფინალური ეტაპია - გვჯერა, კინგსი, თითოეულ კინგსელთან ერთად, აუცილებლად მოიპოვებს წლის ქართული პროდუქტის წოდებას.

 

ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ წარმატება გვაერთ