კინგსის საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული ონლაინ-საგანმანათლებლო პლატფორმის პროექტი "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულია! ქართველი პროფესიონალების მიერ შექმნილმა ონლაინ პროგრამამ, EduRoad-მა, ინოვაციური ტექნოლოგიების სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
ეს უნიკალური ონლაინ პლატფორმა საოლიმპიადე ტესტებში ჩადებული სპეციალური ინდიკატორების მეშვეობით უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ნამუშევრის ინდივიდუალურ ანალიზს, აწვდის მას შესაბამის თეორიულ მასალასა და სახალისო სავარჯიშოებს ტესტებში დაშვებული შეცდომების აღმოსაფხვრელად.
Eduroad-ის მეშვეობით კინგსელებს შემოდგომის სეზონიდან საშუალება ექნებათ, გადავიდნენ განვითარების ინოვაციურ ეტაპზე და გახადონ საკუთარი წარმატება ხელშესახები!
ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ წარმატება გვაერთიანებს!