მოსწავლეებში განათლების დონის ამაღლებასთან ერთად ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ კინგსელების პროფესიულ განვითარებაზე.
გასულ სეზონზე ჩვენს გუნდს უკვე შემოუერთდა რამდენიმე წარმატებული კინგსელი, რომლებიც დღესაც დიდი შემართებით აგრძელებენ მუშაობას.
კინგსი შემოდგომის სეზონზეც განაგრძობს კინგსელების დასაქმების პროგრამას. ჩვენ ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოსწავლეს თვითრეალიზების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და სამუშაო გარემოსთან დროული ადაპტაციის საშუალებას ვაძლევთ.
ჩვენ გვსურს მაქსიმალურად დავეხმაროთ კინგსელებს, რათა მათ სტუდენტობის ადრეულ წლებშივე გამოიმუშაონ პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად მოშაობის გამოცდილება.
კინგსის დასაქმების პროგრამა განკუთვნილია სკოლადამთავრებული კინგსელებისთვის. პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია დასაქმების მსურველი იყოს კინგსის „საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის“ წევრი და ფლობდეს ამის დამადასტურებელ, საერთაშორისო სერთიფიკატს.
თუ გსურს, ჩვენს გუნდთან ერთად იმუშაო განათლების სფეროს განვითარებაზე, დღესვე გამოგვიგზავნე CV ელ. ფოსტაზე hr@kings.ge. CV-ის ნიმუში, რომელიც კინგსელმა ელ ფოსტაზე hr@kings.ge უნდა გამოაგზავნოს იხილეთ აქ.
პირველ ეტაპზე განიხილება ყველა შემოსული CV. შერჩეულ კანდიდატებს კინგსის წარმომადგენელი ინდივიდუალურად დაუკავშირდება. მომდევნო ეტაპზე ჩატარდება კანდიდატების ტესტირება. დასკვნით ეტაპზე კი შედგება გასაუბრება, რის საფუძველზეც საბოლოოდ აირჩევიან კანდიდატები.
მოუთმენლად ველით გამოხმაურებას და თითოეულ კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!