2016-06-16

კინგსის 2016 წლის  გაზაფხულის სეზონი 12 ივნისს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა. დაჯილდოებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. გამარჯვებული შვიდეულები სამ - მათემატიკის, ინგლისური ენისა და ქართული ენის ოლიმპიადებში გამოვლინდნენ.

წარმატებულ კინგსელებს დიპლომებთან ერთად “კინგსმა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადასცა მთავარი პრიზი - გასართობ-შემეცნებითი ტურის საგზური სასტუმრო-კომპლექს “ანაკლიაში”. თითოეული კლასის პირველადგილოსანმა კინგსელებმა კომპანიისგან კინგსის სპეციალური პლანშეტი მიიღო.



მათემატიკის ოლიმპიადის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის საუკეთესო გამარჯვებულ სამეულს ოლიმპიადის მხარდამჭერი ,,UG Limes”-გან გადაეცა 1 თვიანი მოსამზადებელი კურსის ვაუჩერი.  პროგრამის მიზანია საქართველოში დაამკვიდროს „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოახდინოს ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია. გამარჯვებული კინგსელები ვაუჩერით გათვალისწინებულ პროგრამაში სექტემბრის თიდან ჩაერთვებიან.



დაჯილდოების ცერემონია მხიარული და ემოციებით დატვირთული იყო. 14 ივნისს ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულები ანაკლიაში გაემგზავრნენ. ამგვარად, გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულ შვიდეულებს ანაკლიაში დაუვიწყარი დღეები ელოდებათ. მათ დასვენებასა და გართობაზე კინგსის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი ზრუნავს.



კიდევ ერთხელ ვულოცავთ კინგსელებს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.