2016-06-09

კინგსის 2016 წლის გაზაფხულის  სეზონი  12 ივნისს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდება. 2016 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის , მათემატიკისა და ქართული ენის  ოლიმპიადების დაჯილდოების ცერემონიალს პროექტის წარმდგენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. (მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #32 ). ცერემონიაზე  უნდა გამოცხადდნენ  მოსწავლეები, რომლებიც მოხვდნენ თითოეული კლასის საუკეთესო შვიდეულში , რომელთაც ,,კინგსის" ადმინისტრაციის წევრები და დაჯილდოებაზე მოწვეული საპატიო სტუმრები დიპლომებთან ერთად შესაბამის პრიზებს გადასცემენ.


ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიალზე უნდა გამოცხადდნენ მხოლოდ კინგსის ოლიმპიადების გამარჯვებული, საუკეთესო შვიდეულში მოხვედრილი მოსწავლეები.


შეგახსენებთ, ოლიმპიადის გამარჯვებულ მონაწილეებს, რომლებიც მოხვდნენ საუკეთესო შვიდეულში გადაეცემათ საგზური შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე სასტუმრო ,,ანაკლიში " , პირველ ადგილზე გასული კინგსელები საგზურთან ერთად დამატებით მიიღებენ პლანშეტს. ინგლისური ენის გამარჯვებული მოსწავლეები  ანაკლიაში შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე გაემგზავრებიან  14 ივნისს,  ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეები -18 ივნისს, ხოლო მათემატიკის ოლიმპიადის- 22 ივნისს. გამგზავრებასთან დაკავშირებულ დეტალებზე  უშუალოდ დავუკავშირდებით გამარჯვებულ მოსწავლეებს.

 

ფინალში გადასულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და დიპლომები. მონაწილეებს, რომელთაც მათემატიკის ოლიმპიადის  ფინალურ ტურში დააგროვეს 20 ,25 და 30  ქულა გადაეცემათ III ხარისხის დიპლომი, 35 და 40 ქულის შემთხვევაში- II ხარისხის დიპლომი; 45   და 50 ქულის შემთხვევაში I ხარისხის დიპლომი. გაზაფხულის სეზონის ყველა მესამე ტურის მონაწილეს, რომელთაც დააგროვეს 15 ქულა ან ნაკლები გადაეცემათ  სერტიფიკატი. ინგლისური ენისა და ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილეები, რომელთაც დააგროვეს 61 ქულიდან 80 ქულის ჩათვლით III ხარისხის დიპლომს, 81-დან და 90 ქულის ჩათვლით II ხარისხის დიპლომს, 91-დან ზემოთ პირველი ხარისხის დიპლომს. ყველა მონაწილე, რომელმაც დააგროვა 60 ქულა და 60 ქულაზე ნაკლები მიიღებს სერტიფიკატს ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის.


დიპლომები და სერთიფიკატები მოსწავლეებს გადაეცემათ სკოლებში სექტემბრის თვის ბოლოს.


კინგსი გისურვებთ წარმატებას!