2016-06-02

კინგსის ვებგვერდზე 2016 წლის მათემატიკის ოლიმპიადის რეიტინგული სია გამოქვეყნდა.


თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა 7 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც სიის სათავეში მწვანედ, ცისფრად და ყვითლად არიან აღნიშნულნი. მონაწილეებს, რომელთაც გამარჯვებულებად გამოვლენის დროს სამივე ტურში ქულებს შორის თანხვედრა დაუფიქსირდათ, დაენიშნებათ დამატებითი ტური. ეს მოსწავლეები რეიტინგულ სიაში წითლად არიან აღნიშნულნი.

დეტალური ინფორმაცია გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ იხილეთ აქ.


მათემატიკის ოლიმპიადის დამატებითი ტური თბილისსა და ქუთაისში 4 ივნისს ჩატარდება. დამატებით ტურთან დაკავშირებით ინდივიდუალურად დავუკავშირდებით ყველა მონაწილეს.

 


კინგსი გისურვებთ წარმატებას!