კინგსის გაზაფხულის განსაკუთრებული სეზონის დამაგვირგვინებელ ფინალურ
ტურზე კინგსელებს გადაეცათ კინგსის თაობის წესდება, რომლის შექმნაშიც თითოეული მონაწილე
ჩაერთო.
კინგსის როგორც საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწე ორგანიზაციის
მიზანია კინგსისთაობა მუდმივი თვითგანვითარების გზით აქტიურად და ქმედითად ჩაერთოს
სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში. იყო კინგსელი, ნიშნავს იაზრებდე პასუხისმგებლობას
საკუთარი თავის, ოჯახის, სკოლისა და მთელი სოციუმის წინაშე.
წინამდებარე წესდება
წარმოადგენს თვალსაჩინოებას, რომელიც აერთიანებს კინგსელის, როგორც საზოგადოების ღირსეული
და განსაკუთრებული წევრისა და სამაგალითო მოსწავლის თვისებებს.
წესდების საფუძველს
წარმოადგენს თავად მოსწავლეთა იდეები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კინგსელი.
წესდების შედგენაში ჩაერთო ათი ათასობით კინგსელი და დადგინდა რომ:
1.კინგსელი
სკოლაში უნდა იყოს:
1.1. პუნქტუალური,
მოწესრიგებული,
1.2. ბეჯითი,
შრომისმოყვარე
1.3. ჭკვიანი,
საზრიანი,მოხერხებული
1.4. წარმატებული,მიზანსწრაფული,
1.5. მოტივირებული,
2. კინგსელი
მეგობრებთან უნდა იყოს:
2.1.მზრუნველი;
თავაზიანი;
2.2. კეთილსინდისიერი,
ერთგული;
2.3. კომუნიკაბელური,
ყურადღებიანი.
2.4. მხიარული, ლაღი;
2.5. საიმედო, თავდაჯერებული.
3. კინგსელი
საზოგადოებაში უნდა იყოს:
3.1. სიკეთის
მსახური ; მოსიყვარულე.
3.2. სამართლიანი;
მშვიდობისმოყვარე.
3.3. გარემოზე
მზრუნველი; ბუნების დამცველი.
3.4. პატრიოტი, ეროვნული საგანძურის დამფასებელი.
3.5. დახმარების გამწევი, კეთილგონიერი.