2016-05-30

2016 წლის კინგსის გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური 29 მაისს საქართველოს 10 ქალაქში ჩატარდა.


ფინალური ტურის მონაწილე ყველა კინგსელს  კინგსის თაობის წესდება გადაეცა, რომლის შექმნაშიც თითოეულმა მონაწალემ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა.  წესდების  მეშვეობით  საზოგადოება, თითოეული კინგსელი, მშობელი და მასწავლებელი თვალსაჩინოდ დაინახავს თუ რა აუცილებელი თვისებებით უნდა ხასიათდებოდნენ კინგსის თაობის წარმომადგენლები,  თუ როგორი განსაკუთრებულნი  უნდა იყვნენ ისინი. კინგსის თაობის წესდება ეს არის ერთდგვარი დოკუმენტი, რომელიც თითოეულ კინგსელს უღვივებს პასუხისმგებლობის გრძნობას  საკუთარი თავის, ოჯახისა თუ საზოგადოების წინაშე.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოლიმპიადის ფინალური ტურის  ნაშრომების გასწორება. მონაწილეთა ინდივიდუალური შედეგები  31 მაისს 19:00 საათზე გამოქვეყნდება, ხოლო მოსწავლეთა რეიტინგული სია 2 ივნისს 18:00 საათზე დაიდება.

 


ყველა კინგსელს, კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ოლიმპიადის ტურებზე დაფიქსირებულ შედეგებს და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!