2016-05-27

მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური 29 მაისს შემდეგი განრიგით ჩატარდება:


      29 მაისი, კვირა

     10:00- 4 და 7 კლასი

     12:00- 3, 8 და 10 კლასი

     14:00- 5, 6, 9 და 11 კლასი

     16:00- 2  და 12 კლასი


 

ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ ჩატარების დღეს უნდა წარმოადგინოს კინგსელის მოწმობა და ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან მხოლოდ ერთი:

 

             » პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

 

             » დაბადების მოწმობის ასლი;

 

             » ცნობა სკოლიდან (ფოტოსურათით დამოწმებული), რომელშიც მითითებული იქნება,     რომ მონაწილე არის კონკრეტული სკოლის, კონკრეტული კლასის მოსწავლე.


              ნიმუში იხილეთ აქ.

              

                       

       ფინალურ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

 

 

       ყველა ფინალისტს ვუსურვებთ წარმატებას!

კინგსის თაობის წარმოჩენის მიზნით, კინგსი იწყებს Facebook აქციას სახელწოდებით „კინგსის თაობა მოდის.“ აქციის ფარგლებში კინგსელებმა უნდა მოიფიქრონ და გამოაგზავნონ კინგსის თაობის  სლოგანი,( როგორის არის მაგალითად: იყო კინგსელი ნიშნავს გიყვარდეს.)

გამოგვიგზავნეთ  კინგსელის ფოტო,  რომელსაც ხელში უჭირავს თეთრ ფურცელზე დაწერილი კინგსის თაობისთვის მოფიქრებული სლოგანი.  

შეასრულეთ აქციის წესებით გათვალისწინებული მითითებები და მიიღეთ კინგსის თაობის ბრენდირებული მაისური:

შენიშვნა: აღნიშნული აქცია არ წარმოადგენს კონკურსს, აქციის  მონაწილე  კინგსელები არ ეჯიბრებიან  ერთმანეთს. დაწესებულ ჯილდოს, კინგსის თაობის ბრენდირებულ მაისურს, მიიღებს ყველა მონაწილე, რომელიც ჩამოთვლილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

 

 

  აქციაში ჩართვისათვის აუცილებელია:


  »  გამოაგზავნოთ ფოტო ელ. ფოსტაზე taoba@kings.ge

  »  ფოტოზე უნდა იყოს გამოსახული კინგსელი, რომელსაც ხელში უჭირავს თეთრ ფურცელზე დაწერილი კინგსის     თაობისთვის მოფიქრებული  სლოგანი.

  »  ფოტო აღნიშნულ მეილზე უნდა გამოიგზავნოს 22 მაისამდე;

  »  აქციაში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ განსაკუთრებული სეზონის (2016 წლის გაზაფხულის სეზონის) ოლიმპიადების მონაწილე კინგსელებს;

 


 

 

აქციის ფარგლებში დაწესებულ ჯილდოს, კინგსის თაობის ბრენდირებულ მაისურს, მიიღებენ ის კინგსელები, რომლებიც შეასრულებენ ქვემოთ  მოცემულ  მითითებს:


   » კინგსის გვერდზე გამოქვეყნებულ  ფოტოზე მონიშნული  (მოთაგული)  უნდა იყოს მინიმუმ 10 მეგობარი;

   » ფოტომ უნდა დააგროვოს 50 უნიკალური SHARE (ფოტო უნდა გააზიაროს 50-მა განსხვავებულმა პიროვნებამ);

   » ფოტომ უნდა დააგროვოს 30 გული (Facebook reaction heart);

   » ფოტომ უნდა დააგროვოს 100 Like (ავტოლაიქების აღმოჩენის შემთხვევაში ფოტო გამოეთიშება აქციას)

  

ფოტოების მიღება შეწყდება 21 მაისს 24:00 საათზე, ხოლო აქციაში ჩართული ფოტოებისთვის დაწესებული კრიტერიუმების მოპოვება გაგრძლდება 29 მაისამდე. მეილზე გამოგზავნილი ფოტოები აიტვირთება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. აუცილებელია, რომ გამოგზავნილ მეილში მითითებული იყოს კინგსელის სახელი/გვარი, კლასი, ქალაქი და სკოლა, რომელშიც სწავლობს. ასევე აუცილებელია საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.


კინგსელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, კუთვნილ ჯილდოს, ბრენდირებულ მაისურს, მიიღებენ სკოლაში 7 ივნისს.