22 მაისს კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა საქართველოს
33 ქალაქში ჩატარდა. ამ დღემ ოლიმპიადის მსვლელობისას განვითარებული საინტერესო მოვლენების
გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
მეორე ტურზე გამოცხადებულ ყველა მოსწავლეს გადაეცა კინგსის
თაობის ბრენდირებული სამაჯური, რომელიც კინგსელთა თაობის სოციალურ პასუხისმგებლობას
უსვამს ხაზს და თითოეული წევრის წარმატებულობისა და გამორჩეულობის თვალსაჩინო გამოხატულებაა.
კინგსელები ძალიან გააბედნიერა კინგსის თაობის წევრობის დამადასტურებელი სამაჯურის
მიღებამ და მათში განსაკუთრებულობის კიდევ უფრო ძლიერი განცდა დაბადა.
ამასთანავე, 22 მაისს კინგსელებს საშუალება მიეცათ მთელი
საქართველოს მასშტაბით ჩართულიყვნენ კინგსელის წესდების შედგენაში, რათა თითოეულმა
მათგანმა და სრულიად საზოგადოებამ უკეთ გაიაზროს, რას ნიშნავს იყო კინგსელი. თითოეულმა მონაწილემ ერთი სიტყვით გადმოსცა საკუთარი
იდეა, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოების ღირსეული წევრი, სამაგალითო მოსწავლე - კინგსელი.
პროცესი საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა თითეოული მონაწილისთვის.
ათი ათასობით მოსწავლის ფერად ფურცლებზე დაწერილი და გამოფენილი იდეები 33 ქალაქში შეიკრიბა და სპეციალური კომისიის მიერ
უკვე ერთიან წესდებად ყალიბდება. ეს წესდება
ფინალურ ტურში გადასულ კინგსელებს დაურიგდებათ, რათა საზოგადოებამ, თითოეულმა კინგსელმა, მშობელმა და მასწავლებელმა
თვალსაჩინოდ დაინახოს თუ რა აუცილებელი თვისებებით უნდა ხასიათდებოდნენ კინგსის თაობის
წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კინგსელების ინდივიდუალური ნამუშევრების
გასწორება. შედეგები გამოქვეყნდება 25 მაისს 17:00 საათზე, ხოლო ფინალური ტური ჩატარდება
29 მაისს.
კინგსი გისურვებთ წარმატებას!