2016-05-20

გაზაფხულის განსაკუთრებული სეზონის დამაგვირგვინებელი - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა თავისი ტრიუმფალურობით მნიშვნელოვან მოვლენებს აერთიანებს.


22 მაისს ოლიმპიადის მეორე ტურის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მოსწავლეთა საერთაშორისო და ყველაზე მასშტაბური გაერთიანების, საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის დამადასტურებელი განახლებული სერთიფიკატი, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. მეორე ტურის მონაწილე თითოეულ კინგსელს აქვს შანსი გაიუმჯობესო პოზიცია საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მოიპოვოს საერთაშორისო სტატუსი საუკეთესო კინგსელებს შორის.


გარდა ამისა, 22 მაისს ყველა კინგსელი მიიღებს კინგსის თაობის სამაჯურს, რომელიც მოსწავლის წარმატებასთან ერთად გამოხატავს თითოეული კინგსელის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ეს სამაჯური კინგსელების განსაკუთრებულ სტატუსს უსვამს ხაზს და მისი მფლობელის გამორჩეულობაზე მეტყველებს.


გაზაფხულის  სეზონის  მათემატიკის ოლიმპიადის  მონაწილე კინგსელები  ჩართულნი არიან მოსწავლეთა სამწლიანი განვითარების უნიკალურ პროგრამაში, რისი დამადასტურებელი მოწმობაც მათ უკვე გადაეცათ ოლიმპიადის პირველ ტურზე.  მოსწავლის ჩართულობა ოლიმპიადის თითოეულ ტურზე  თანმიმიდევრულად აისახება მოწმობის შესაბამის ველში სპეციალური ბეჭდის დასმით.  22 მაისს  ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილე  კინგსელებს ეძლევათ შესაძლებლობა კინგსის ბეჭდით ოფიციალურად დაადასტურონ თავიანთი წარმატების კიდევ ერთი ნაბიჯი.


მათემატიკის  ოლიმპიადის II ტურზე  ტესტის წერის შემდგომ კინგსელებს ეძლევათ საშუალება ერთობლივად ჩაერთონ კინგსელის წესდების შექმნაში. კინგსელების მონაწილეობით შექმნილი წესდება იქნება  მოსწავლის  თვალსაჩინოება, რომელიც საზოგადოებას დაანახებს თუ  როგორი განსაკუთრებული თვისებებით  ხასიათდებიან კინგსის თაობის წარმომადგენლები.  


22 მაისს კინგსის თაობა მოდის.