2016-05-20
ინგსის მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური  22 მაისს  ჩატარდება. მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (18 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა  სხვადასხვა საშუალებით  22 მაისამდე  არის შესაძლებელი



Pay Box-ის აპარატებით  გადახდის დროს:

 საჭიროა, მთავარ გვერდზე ავირჩიოთ "სასწავლო დაწესებულებები" 

შემდეგ გადავიდეთ ბოლო გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE

გადახდის განსახორციელებლად საჭიროა გამოვიყენოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი, რომელიც მოცემულია ტესტის პირველ გვერდზე.

აუცილებლად გადავამოწმოთ მონაწილის მონაცემები და განვახორციელოთ გადახდა.

მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს ოლიმპიადის საფასურის, 18 ლარის,  გადახდა Express Pay - ის აპარატების მეშვეობითაც შეუძლიათ. 
ამისათვის საჭიროა, მთავარ გვერდზე ავირჩიოთ "სხვა"

შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE  

გადახდის განსახორციელებლად საჭიროა გამოვიყენოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი.

აუცილებლად გადავამოწმოთ მონაწილის მონაცემები და განვახორციელოთ გადახდა.


მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთ “გადახდა“ და შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული, ოპერაციისდასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“. საიტით გადახდის შემთხვევაში ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, მონაწილეები ჩატარების დღეს გადამოწმდებიან ონლაინ გადამდხდელთა ბაზაში.


ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!