2016-05-18

კინგსის განსაკუთრებული სეზონის მათემატიკის ოლიმპიადის II ტური 22 მაისს ჩატარდება. კინგსის თაობის თითოეული წარმომდგენელი 22 მაისს წევრობის დამადასტურებელ კინგსის ბრენდირებულ სამაჯურს მიიღებს. ეს არის სამაჯური, რომელიც კინგსელს მუდამ შეახსენებს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და საკუტარი თავის წინაშე.

  

გთავაზობთ მათემატიკის ოლიმპიადის II ტურის ტესტების მიმოხილვას სხვადასხვა კლასის მიხედვით



მე-2 კლასი


მეორე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა გამოთვალოს მოცემული არითმეტიკული გამოსახულების მნიშვბელობა.


მეორე დავალებაში კი განსაზღვროს ჩამოთვლილი ტოლობებიდან რომელია არასწორი.


მესამე საკითხში მონაწილემ უნდა აირჩიოს ჩამოთვლილთაგან რომელია მოცემულ რიცხვზე პირობის შესაბამისი ოდენობით მეტი.


მეოთხე საკითხში კი შემოხაზოს სწორი უტოლობა.


მეხუთე დავალებში მოსწავლემ ჩამოთვლილი სხვაობებიდან უნდა აირჩიოს უმცირესი მნიშვნელობის მქონე.


მეექვსე საკითხი კი რიცხვების შეკრებას ეხება. მოსწავლემ უნდა გამოთვალოს საჭირო შესაკრების მნიშვნელობა.


მე-7 და მე-8 საკითხებში კი წარმოდგენილია ამოცანები, რომელთა ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება სჭირდება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველ ბონუს სავარჯიშოში მოცემულია მარტივი ლოგიკური ამოცანა. მეორესაკითხში კი წარმოდგენილია რიცხვითი მიმდევრობა. კინგსელმა უნდა იპოვოს მიმდევრობის მომდევნო წევრი.

 



მე-3 კლასი


მესამე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველი სავარჯიშოში მოსწავლემ ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს მცდარი გამოსახულება.


მეორე საკითხში მოცემულია გამოსახულება, კინგსელმა უნდა იპოვოს, ჩამოთვლილღაგან რომელია იმავე მნიშვნელობის მქონე.


მესამე დავალება კი ოცეულებს, ათეულებსა და ერთეულებს ეხება.


მეოთხე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა შემოხაზოს გამოსახულება, რომლის მნიშვნელობაც პირობაში მოცემულ გამოსახულებაზე მეტია.


მეხუთე დავალებაში მოცემულია რიცხვი. კინგსელმა უნდა იპოვოს უდიდესი შესაძლო შესაკრები, რომლის დამატების შემთხვევაში, ჯამი მაინც ნაკლები იქნება პირობაში მოცემულ მეორე რიცხვზე.


მეექვსე სავარჯიშოში წარმოდგენილი გამოსახულებებიდან მოსწავლემ უნდა აირჩიოს უდიდესი მნიშვნელობის მქონე.


მეშვიდე და მერვე საკითხებში მოცემულია ლოგიკური ამოცანები.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველ საკითხშიწარმოდგენილია რიცხვითი მიმდევრობა. კინგსელმა უნდა იპოვოს მიმდევრობის პირობაში მითითებული წევრი. მეორე ბონუს სავარჯიშო კი შეეხება მარტივ ლოგიკურ ამოცანას გეომეტრიული ფიგურების მონაცვლეობაზე.

 

 


მე-4 კლასი


მეოთხე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველ საკითხში მონაწილემ უნდა აირჩიოს რომელია მცდარი ჩამოთვლილი ტოლობებიდან.


მეორე სავარჯიშო სხვაობის პოვნას ეხება.


მესამე საკითხში კინგსელმა უნდა აირჩიოს გამოსახულება, რომლის მნიშვნელობაც პირობაში მოცემულ 2 რიცხვს შორისაა მოთავსებული.


მეოთხე დავალებაში მოსწავლემ უნდა აირჩიოს სწორი უტოლობა.


მეხუთე დავალება რიცხვის თანრიგების ცოდნას საჭიროებს.


მეექვსე საკითხშიმოცემულია გამოსახულება, რომლის 1 წევრიც ვარსკვლავითაა შეცვლილი. კინგსელმა უნდა იპოვოს რიცხვი, რომელიც შეიძლება ეწეროს გამოსახულებაში ამ ვარსკვლავის ნაცვლად.


მეშვიდე და მერვე სავარჯიშოებში წამორდგენილია ამოცანები, რომელთა ამოსახსნელადაც კინგსელს რამდენიმე არითმეტიკული მოქმედების შესრულება ესაჭიროება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი ბონუს საკითხი ეხება გეომეტრიულ ფიგურას, კერძოდ კუბს. მეორე სავარჯიშოში კი წარმოდგენილია რიცხვითი მიმდევრობა.

 



მე-5 კლასი


მეხუთე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა აირჩიოს სწორი ტოლობა.


მეორე საკითხი გამყოფის პოვნას ეხება. ამ საკითხის ამოხსნაში კინგსელს განტოლების შედგენა დაეხმარება.


მესამე დავალებაში კი მოსწავლემ უნდა იპოვოს რიცხვი, რომელიც მოთავსებულია ორი ნამრავლის მნიშვნელობებს შორის.


მეოთხე სავარჯიშო მცდარი უტოლობის პოვნას ეხება.


მეხუთე საკითხში მოცემულია რიცხვი. კინგსელმა უნდაიპოვოს უდიდესი შესაძლო მამრავლი, რომელზე გამრავლების შემთხვევაშიც ნამრავლი მაინც ნაკლები იქნება პირობაში მოცემულ მეორე რიცხვზე.

 

მეექვსე დავალება ორნიშნა ნატურალურ რიცხვებს დაუცნობი რიცხვის პოვნას ეხება.


მეშვიდე ამოცანის ამოხსნაში კინგსელს განტოლებათა სისტემის შედგენა დაეხმარება.


მერვე ამოცანების ამოსახსნელად კი საჭიროა რამდენიმე თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედების შესრულება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი საკითხი ნაშთიან გაყოფას ეხება, მეორე ბონუს სავარჯიშოში კი მოცემულია ლოგიკური ამოცანა ფერების მონაცვლეობაზე.

 



მე-6  კლასი


მე-6 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველსავარჯიშო ნაშთიან გაყოფას ეხება.


მეორე საკითხის ამოხსნაში კინგსელს განტოლებათა სისტემის შედგენა დაეხმარება.


მესამე საკითხი ტოლმრიცხველიან წილადებს ეხება.


მეოთხე დავალება კი წილადის მრიხველისა და მნიშვნელის გამრავლებას.


მეხუთე საკითხი ნაშთიან გაყოფას მოიცავს.


მეექვსე სავარჯიშო 5ზე გაყოფადობას ეხება.


მეშვიდე საკითხი კი დროის ერთეულებს მოიცავს.


მერვე დავალება 3ზე გაყოფადობას და ნაშთიან გაყოფას ეხება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი ბონუს სავარჯისო სამკუთხედის პერიმეტრს ეხება. მეორე ბონუს დავალებაში კი მოცემულია განტოლება.

 

 

 

მე-7 კლასი


მე-7 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველი და მეორე საკითხები ნაშთიან გაყოფას ეხება.


მესამე დავალება ნატურალური რიცხვების ჯამის გამოთვლას მოიცავს.


მეოთხე საკითხში კი კინგსელმა უნდა გამოთვალოს რამდენი სამნიშნა რიცხვია ისეთი, რომლის ჩანაწერში ერთხელ მაინც მეორედება პირობაში მოცემული რიცხვი.


მეხუთე სავარჯიშოში წარმოდგენილია ლოგიკური ამოცანა.მონაწილემ უნდა განსაზღროს, შესაძლებელია თუ არა პირობაში მითითებული მოქმედების განხორციელება ამოცანის მიხედვით.


მეექვსე დავალებაში მოცემულია ამოცანა გაყოფაზე.


მეშვიდე საკითხში წამორდგენილია ამოცანა რიცხვის წილად ნაწილებზე.


მერვე დავალების ამოხსნას კი რამდენიმე თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედება ესაჭიროება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი ბონუს საკითხი წრეწირს ეხება, მეორე ბონუს სავარჯიშოში კი კინგსელს პირამიდის თვისებების ცოდნა ესაჭიროება.

 

 



მე-8 კლასი


მე-8 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველი დავალება ნაშთიან გაყოფას ეხება.


მეორე საკითხში კი კინგსელმა უნდა გამოთვალოს რომელია პირობის შესაბამისი რიცხვი, რომლის ჩანაწერშიც არ მეორდება ციფრები.


მესამე სავარჯიშო სამნიშნა რიცხვების შედარებას ეხება.


მეოთხე საკითხი კი რიცხვის ხარისხებს მოიცავს. კინგსელმა უნდა გამოთვალოს რა ციფრით ბოლოდება ნატურალური რიცხვის პირობაში მოცემული ხარისხი.


მეხუთე დავალება არითმეტიკულ პროგრესიას ეხება. 


მეექვსე საკითხი კი ეხება ალბათობასა და ხდომილებას.


მეშვიდე დავალებაში მოცემულია ამოცანა პროცენტებზე.


მერვე საკითხში კი წარმოდგენილია ამოცანა კუბის გვერდისა და მოცულობის ურთიერთდამოკიდებულებაზე.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველ ბონუს საკითხში მოცემულიაამოცანა წრფეებზე,მეორე დავალებაში კი საკითხი ეხებამართკუთხედის პერიმეტრისა და ფართობის კავშირს.

 





მე-9 კლასი


მე-9 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველი სავარჯიშო რიცხვის გამყოფებს ეხება.


მეორე დავალებაში კი მოცემულია ამოცანა ერთმანეთის მომდევნო ლუწი რიცხვების ჯამის გაყოფაზე.

 

მესამე საკითხში მოცემულია გამოსახულება, მონაწილემ უნდა ამოხსნას იგი და დაადგინოს როგორი რიცხვია, - დადებითი, უარყოფითი თუ არაუარყოფითი.


მეოთხე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა ამოხსნას უტოლობა.


მეხუთე დავალება გეომეტრიულ პროგრესიას ეხება.


მეექვსე საკიხეში მოცემულია ლოგიკური ამოცანა.


მეშვიდე დავალებაში წარმოდგენილია ამოცანა, რომლის ამოხსნაშიც მოსწავლესკუბის თვისებების ცოდნა დაეხმარება.


მერვე საკითხში მოცემულია ციფრები, კინგსელმა უნდა იპოვოს რამდენი განსხვავებული რიცხვი ჩაიწერება თითო მათგანის გამოყენებით.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი საკითხი ეხება სიბრტყის დაყოფას წრფეების მიერ. მეორე ბონუს საკითხი კი სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების ურთიერთდამოკიდებულებას მოიცავს.