2016-05-16


კინგსის თაობის თითოეული წარმომადგენელი საზოგადოების განსაკუთრებული წევრია. ეს წარმატებული მოსწავლეები იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას იყვნენ შრომისმოყვარენი, მიზანსწრაფულები, სიკეთის მსახურნი და ჰქონდეთ საზოგადოების სამაგალითო წევრისთვის დამახასიათებელი თვისებები. ამ სოციალური პასუხისმგებლობის ნიშნად, კინგსის თაობის წევრებს 22 მაისს გადაეცემათ კინგსის თაობის  სამაჯური.

კინგსმა გადაწყვიტა სპეციალურად კინგსის თაობისთვის შეიქმნას წესდება კინგსის თაობის თითოეული წევრის მონაწილეობით.  კინგსელის წესდება შედგება მოსწავლეთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე და მასში გაერთიანებული იქნება ყველა მონაწილის იდეა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კინგსელი, კონკრეტულად რა თვისებები უნდა ახასიათებდეს კინგსის თაობის თითოეულ წარმომადგენლს იმისათვის, რომ ისინი საზოგადოების ღირსეული და გამორჩეული წევრები იყვნენ.

წესდების შედგენის პროცესში ჩართული იქნება თითოეული კინგსელი, რომელიც საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებს 22 მაისს მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურზე. კინგსელები თავიანთ იდეებს ოლიმპიადის ჩატარების ადგილზე დააწერენ ფერად სტიკერებს, რომლებიც თვალსაჩინოდ გამოიფინება. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი სტიკერები შეიკრიბება და კინგსის სპეციალური კომისიის მიერ ერთიანი სახით წესდებად ჩამოყალიბდება.

კინგსელების მონაწილეობით შექმნილი წესდება იქნება კინგსელის, როგორც საზოგადოების განსაკუთრებული წევრის დამახასიათებელი თვისებების გამომხატველი თვალსაჩინოება, რომელიც ყველას დაანახებს, თუ როგორია კინგსელი.

წესდება დაიბეჭდება და მათემატიკის ფინალურ ტურზე გადაეცემა ყველა ფინალისტს. ამასთანავე, გამოიფინება სკოლებში, რათა მოსწავლეთა სოციუმში  უკეთ წარმოჩინდეს კინგსელის მნიშვნელობა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.

22 მაისს კინგსის თაობა მოდის!