კინგსის თაობის წარმოჩენის
მიზნით, კინგსი იწყებს Facebook აქციას
სახელწოდებით „კინგსის თაობა მოდის.“ აქციის ფარგლებში კინგსელებმა უნდა მოიფიქრონ
და გამოაგზავნონ კინგსის თაობის სლოგანი,( როგორის არის მაგალითად: იყო კინგსელი ნიშნავს გიყვარდეს.)
გამოგვიგზავნეთ კინგსელის
ფოტო, რომელსაც ხელში უჭირავს თეთრ ფურცელზე
დაწერილი კინგსის თაობისთვის მოფიქრებული სლოგანი.
შეასრულეთ აქციის წესებით
გათვალისწინებული მითითებები და მიიღეთ კინგსის თაობის ბრენდირებული მაისური:
შენიშვნა: აღნიშნული
აქცია არ წარმოადგენს კონკურსს, აქციის მონაწილე კინგსელები არ ეჯიბრებიან ერთმანეთს. დაწესებულ ჯილდოს, კინგსის თაობის ბრენდირებულ
მაისურს, მიიღებს ყველა მონაწილე, რომელიც ჩამოთვლილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
აქციაში ჩართვისათვის აუცილებელია:
» გამოაგზავნოთ ფოტო ელ. ფოსტაზე taoba@kings.ge
» ფოტო აღნიშნულ მეილზე უნდა გამოიგზავნოს 22 მაისამდე;
» აქციაში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ განსაკუთრებული სეზონის (2016 წლის გაზაფხულის სეზონის) ოლიმპიადების მონაწილე კინგსელებს;
აქციის ფარგლებში დაწესებულ ჯილდოს, კინგსის თაობის ბრენდირებულ მაისურს,
მიიღებენ ის კინგსელები, რომლებიც შეასრულებენ ქვემოთ მოცემულ მითითებს:
» კინგსის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე მონიშნული (მოთაგული) უნდა იყოს მინიმუმ 10 მეგობარი;
» ფოტომ უნდა დააგროვოს 30 გული (Facebook reaction heart);
» ფოტომ უნდა დააგროვოს 100 Like (ავტოლაიქების აღმოჩენის შემთხვევაში ფოტო გამოეთიშება აქციას)
ფოტოების მიღება შეწყდება 21 მაისს 24:00 საათზე, ხოლო აქციაში ჩართული ფოტოებისთვის დაწესებული კრიტერიუმების მოპოვება გაგრძლდება 29 მაისამდე. მეილზე გამოგზავნილი ფოტოები აიტვირთება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. აუცილებელია, რომ გამოგზავნილ მეილში მითითებული იყოს კინგსელის სახელი/გვარი, კლასი, ქალაქი და სკოლა, რომელშიც სწავლობს. ასევე აუცილებელია საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.
კინგსელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, კუთვნილ ჯილდოს, ბრენდირებულ მაისურს, მიიღებენ სკოლაში 7 ივნისს.