2016-05-11

კინგსის თაობის თითოეული წარმომადგენელი განსაკუთრებული და გამორჩეულია. ამის დასტურად, 22 მაისს, მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურზე, კინგსელებს სპეციალურად კინგსის თაობისთვის დამზადებული ბრენდირებული სამაჯური გადაეცემათ. კინგსის თაობის სამაჯური მოსწავლის წარმატებასთან ერთად გამოხატავს თითოეული კინგსელის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.


ეს სამაჯური მუდამ შეახსენებს კინგსელს, იყოს მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, თავაზიანი, სამართლიანი, სიკეთის მსახური, მოსიყვარულე, გარემოზე მზრუნველი და ყველა იმ თვისების მატარებელი, რომელიც ქმნის ჯანსაღ, ბედნიერ მომავალ თაობას.


კინგსის თაობის სამაჯური არის იმის ნიშანი, რომ ამ სამაჯურის მატარებელი იაზრებს ვალდებულებას საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე.


მიიღე კინგსის თაობის წევრობის დამადასტურებელი სამაჯური და იყავი თვალსაჩინო მაგალითი. 


22 მაისს კინგსის თაობა მოდის.