2016-05-03

15 მაისს მათემატიკის ოლიმპიადის პირველი აღგენითი ტური ჩატარდება.


კინგსი მათემატიკის ოლიმპიადაზე დარეგისტრირებულ  კინგსელებს აძლევს შესაძლებლობას  შეუერთდნენ გაზაფხულის განსაკუთრებული სეზონის დაგვირგვინებასთან დაკვშირებულ მასშტაბურ ღონისძიებებს, რომლის უშუალო თანამონაწილეები ოლიმპიადის II ტურის მონაწილე კინგსელები გახდებიან.


სწორედ ამიტომ, კინგსელთა აუარებელი თხოვნის საპასუხოდ კინგსის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, 15 მაისს ჩაატაროს მათემატიკის ოლიმპიადის პირველი აღდგენითი ტური, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ 23 აპრილამდე დარეგისტრირებულ კინგსელებს, ანუ იმ მოსწავლეებს, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ და გარკვეული მიზეზების გამო 23-24 აპრილს ოლიმპიადაზე გამოცხადება ვერ შეძლეს.



მათემატიკის ოლიმპიადის აღდგენითი ტური შემდეგ  ლოკაციებზე  ჩატარდება:


თბილისი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. მის: მ.კოსტავას ქ N77. (უნდა გამოცხადდნენ თბილისში, მცხეთში, დუშეთსა და კასპში დარეგისტრირებული მოსწავლეები)


რუსთავი- რუსთავის N5 საჯარო სკოლა, მის: ქ. რუსთავი/მე-17 მ/რ. (უნდა გამოცხადდნენ რუსთავში , გარდაბანსა და წალკაში დარეგისტრირებული მოსწავლეები.)


ხაშური- ხაშურის N6 საჯარო სკოლა, მის: ქ ხაშური, ფალიაშვილის ქ. N10. (უნდა გამოცხადდნენ ხაშურში, ახალციხესა და ქარელში დარეგისტრირებული მოსწავლეები.)


გორი- შპს ,,გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მის: ჭონქაძის ქ#2. (უნდა გამოცხადდნენ გორში დარეგისტრირებული მოსწავლეები.)


თელავი- თელავის N4 საჯარო სკოლა. მის: ერეკლე II-ის გამზირი №19 (უნდა გამოცხადდნენ თელავსა და გურჯაანში დარეგისტრირებული მოსწავლეები.)


ქუთაისი- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მის: რუსთაველის #127. (უნდა გამოცხადდნენ ქუთაისში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ბაღდათში,  ვანსა და ხონში დარეგისტრირებული მოსწავლეები.)


ზესტაფონი- ზესტაფონის #7 საჯარო სკოლა. მის: რუსთაველის ქ #12. (უნდა გამოცხადდნენ ზესტაფონში, ჭიათურასა და ხარაგაულში დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლეები.)


ბათუმი- ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა, I კორპუსი. მის: დ.თავდადებულის #47. (უნდა გამოცხადდნენ ბათუმში, ქობულეთსა და ოზურგეთში დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლეები.)


ზუგდიდი- ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდის #9. (უნდა გამოცხადდნენ ზუგდიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და მარტვილში დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლეები.)


 მათემატიკის ოლიმპიადის აღდგენითი ტურის ჩატარების განრიგი 4 მაისს გამოქვეყნდება.