კინგსელების განუწყვეტელი თხოვნების გამო, 15 მაისს გაიმართება მათემატიკის ოლიმპიადის პირველი აღდგენითი ტური.
23-24 აპრილს კინგსმა მთელი საქართველოს მასშტაბით ათი ათასობით კინგსელთან ერთად შექმნა სასკოლო აქტივობების ისტორიაში უპრეცედენტო ჩართულობის ტრიუმფალური მოვლენა. მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურზე დარეგისტრირებულ მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა გამოცხადდა. მოსწავლეთა განსაკუთრებით დიდი რიცხვის გამო, თბილისში ოლიმპიადის პირველი ტური 8 ლოკაციაზე ჩატარდა.
თუმცა, კინგსის "ქოლ-ცენტრსა" და Facebook-ზე - "კინგსის ოფიციალური გვერდი, განუწყვეტლივ შემოდის შეტყობინებები იმის შესახებ, რომ დარეგისტრირებულ მონაწილეთა ნაწილმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა ოლიმპიდის პირველ ტურზე გამოცხადება. აქტიური კინგსელები შეუჩერებლად გვიკავშირდებიან და მოგვმართავენ თხოვნით მივცეთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, არ გამოაკლდნენ ტრიუმფალურ მოვლენას.
კინგსელთა აუარებელი თხოვნის საპასუხოდ კინგსის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, 15 მაისს ჩაატაროს მათემატიკის ოლიმპიადის პირველი აღდგენითი ტური, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ 23 აპრილამდე დარეგისტრირებულ კინგსელებს.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ კინგსი მათემატიკის ოლიმპიადაზე დარეგისტრირებულ ყველა კინგსელს აძლევს საშუალებას შეუერთდნენ გაზაფხულის განსაკუთრებული სეზონის დაგვირგვინებასთან დაკვშირებულ მასშტაბურ ღონისძიებებს, რომლის მონაწილეებიც ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული კინგსელები გახდებიან. ეს ღონისძიებები, წამახალისებელთან ერთად იქნება სრულიად განსხვავებული ხასიათის და მიეძღვნება კინგსის თაობის, როგორც სოციუმის მნიშვნელოვანი ელემენტის წარმოჩენას.