2016-04-25

მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური 23-24 აპრილს საქართველოს 33 ქალაქში ჩატარდა.

მათემატიკის ოლიმპიადაზე კინგსელებმა სასკოლო აქტივობების ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბების ჩართულობა გამოამჟღავნეს და ოლიმპიადა ტრიუმფალურ მოვლენად აქციეს. დარეგისტრირებულ მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებლის გამო თბილისში ოლიმპიადის პირველი ტური 8 ლოკაციაზე ჩატარდა.

კინგსი დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს აქტიური ჩართულობისთვის და გამოჩენილი ნდობისთვის.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაშრომების გასწორება. მოსწავლეთა ინდივიდუალური შედეგები 28 აპრილს 16:00 საათზე გამოქვეყნდება, ხოლო მათემატიკის ოლიმპიადის II ტური 22 მაისს ჩატარდება.