2016-04-20

კინგსი მათემატიკის ოლიმპიადასთან დაკავშირებით იწყებს სახალისო Facebook პროექტს „მათემატიკა საქართველოს ქალაქებში“. პროექტი ეძღვნება კინგსის ოლიმპიადის ჩატარების ადგილების ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას.


პროექტის ფარგლებში კინგსის ოფიციალურ გვერდზე ყოველდღიურად დაიდება სხვადასხვა ქალაქის ილუსტრაციები, რომლებსაც თანდართული ექნება კონკრეტული ქალაქის შესაბამისი საინტერესო ინფორმაცია გადმოცემული რიცხვითი მონაცემებით. კინგსელებმა უნდა ამოიცნონ, რომელი ქალაქია მოცემული ილუსტრაციაზე. დღის ბოლოს კი ჩვენს Facebook გვერდზე გამოქვეყნდება სწორი პასუხის ამსახველი GIF-ი, რომელშიც ილუსტრაცია საქართველოს შესაბამისი ქალაქის ფოტოდ გარდაიქმნება.


შევამოწმოთ რამდენად კარგად ვიცნობთ  საკუთარ ქალაქებს,  გავიგოთ საინტერესო ფაქტები მათ შესახებ და მათემატიკურად გავაანალიზოთ  საქართველოს ქალაქების მონაცემები.