2016-04-20

23-24 აპრილს მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის მონაწილე კინგსელებს ,,მოსწავლეთა სამწლიანი განვითარებისპროგრამში ჩართვის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცემათ.

ეს პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად შეისწავლონ და გაიაზრონ მათემატიკური ამოცანები.

ოლიმპიადაზე მიღებული მოწმობის საფუძველზე კი, მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ:

 


ტესტის თითოეულ დავალებაში მონაწილის მიერ დაფიქსირებული სწორი და არასწორი პასუხების ანალიზი;

ანალიზის შედეგად მონაწილის მათემატიკის  ცოდნის დონისა და კონკრეტული უნარ-ჩვევების შეფასება;

განათლების ექსპერტების მიერ ინდივიდუალურად შერჩეულ თეორიულ მასალა ტესტში დაშვებული  შეცდომების გასააზრებლად და აღმოსაფხვრელად;

მიღებული თეორიული მასალის შესაბამისი უფასო ონლაინ ტესტი მოსწავლის თვითგანვითარებისათვის.

 


პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია თითოეული მონაწილის განვითარების სტრატეგიის სწორად წარმართვისათვის. საქართველოს მასშტაბით ამ პროგრამაში უკვე ჩართულია 100 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე, რომელთაც  კინგსთან ერთად უკვე დაიწყეს საკუთარი წარმატების სამწლიანი ისტორიის შექმნა.