2016-04-20

 კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის I უფასო ტური 23-24 აპრილს ჩატარდება.

გთავაზობთ ოლიმპიადის I ტურის ტესტების მიმოხილვას სხვადასხვა კლასის მიხედვით.



II კლასი


მეორე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა გამოთვალოს მოცემული არითმეტიკული გამოსახულების მნიშვბელობა.

მეორე დავალებაში კი განსაზღვროს ჩამოთვლილი ტოლობებიდან რომელია სწორი.

მესამე საკითხში მონაწილემ უნდა აირჩიოს ჩამოთვლილთაგან რომელია პირობაში მოცემულ რიცხვზე ნაკლები.

მეოთხე საკითხში კი შემოხაზოს გამოსახულება, რომლის მნიშვნელობაც მოთავსებულია სავარჯიშოს პირობაში მოცემულ 2 რიცხვს შორის.

მეხუთე დავალებში მოსწავლემ ერთმანეთს უნდა შეადაროს ორი გამოსახულება.

მეექვსე საკითხში კი მოცემული გამოსახულებებიდან უნდა შემოხაზოს უდიდესი მნიშვნელობის მქონე.

მე-7 და მე-8 საკითხებში კი წარმოდგენილია ამოცანები, რომელთა ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება სჭირდება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი საკითხში წარმოდგენილია რიცხვითი მიმდევრობა. კინგსელმა უნდა იპოვოს მიმდევრობის მომდევნო წევრი. მეორე ბონუს სავარჯიშოში კი მოცემულია ლოგიკური ამოცანა ფერების მონაცვლეობაზე.

 




III  კლასი


მესამე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველი სავარჯიშო სხვაობის პოვნას ეხება.

მეორე საკითხში მოცემულია ათეულების, ოცეულებისა და ერთეულების რაოდენობა, კინგსელმა უნდა გამოთვალოს მათი ჯამი.

მესამე დავალებაში მონაწილემ უნდა შემოხაზოს გამოსახულება, რომლის მნიშვნელობაც მოთავსებულია სავარჯიშოს პირობაში მოცემულ 2 რიცხვს შორის.

მეოთხე საკითხში მონაწილემ ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს ჭეშმარიტი უტოლობა.

მეხუთე დავალებაში კი იპოვოს გამოსახულება, რომლის მნიშვნელობაც პირობაში მოცემულ რიცხვზე მეტია.

მეექვსე სავარჯიშოში წარმოდგენილი პირობებიდან მოსწავლემ უნდა აირჩიოს უმცირესი მნიშვნელობის მქონე.

მეშვიდე და მერვე საკითხებში მოცემულია ლოგიკური ამოცანები.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ორივე სავარჯიშო ეხება ამოცანებს, რომელთა ამოსახსნელადაც კინგსელს რამდენიმე არითმეტიკული მოქმედების შესრულება ესაჭიროება.

 



IV კლასი


მეოთხე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველიდა მეორე სავარჯიშოები სხვაობის პოვნას ეხება.

მესამე საკითხი რიცხვის თანრიგების ცოდნას საჭიროებს.

მეოთხე დავალებაში მოცემულია გამოსახულება, რომლის 2 წევრიც ვარსკვლავითაა შეცვლილი. კინგსელმა უნდა იპოვოს რიცხვი, რომელიც შეიძლება ეწეროს გამოსახულებაში ამ ვარსკვლავის ნაცვლად.

მეხუთე დავალებაში წარმოდგენილი ტოლობებიდან მოსწავლემ უნდა აირჩიოს უდიდესი მნიშვნელობის მქონე.

მეექვსე საკითხი ეხება პირობაში მოცემული შესაბამისი რიცხვების ჯამისა და სხვაობის შედარებას.

მეშვიდე და მერვე სავარჯიშოებში წამორდგენილია ამოცანები, რომელთა ამოსახსნელადაც კინგსელს რამდენიმე არითმეტიკული მოქმედების შესრულება ესაჭიროება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი ბონუს საკითხი ეხება გეომეტრიულ ფიგურას, კერძოდ სფეროს. მეორე სავარჯიშოში კი წარმოდგენილია რიცხვითი მიმდევრობა. კინგსელმა უნდა იპოვოს მიმდევრობის მომდევნო წევრი.

 

 



V კლასი


მეხუთე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა გამოთვალოს მათემატიკური გამოსახულების მნიშვბელობა.

მეორე საკითხი სამრავლის პოვნას ეხება.

მესამე დავალება კი ორი მათემატიკური გამოსახულების შედარებას ეხება.

მეოთხე სავარჯიშოში წარმოდგენილია უტოლობა, რომლის წევრებიც შეცვლილია ვარსკვლავით. კინგსელმა უნდა განსაზღვროს რა არ შეიძლება ეწეროს ვარსკვლავის ნაცვლად უტოლობაში.

მეხუთე საკითხში მოსწავლემ ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს უმცირესი მნიშვნელობის მქონე ნამრავლი.

მეექვსე დავალებაში ინგსელმა პირობის მიხედვიტ უნდა შეადგინოს გამოსახულება და გამოთვალოს მისი მნიშვნელობა.

მეშვიდე და მერვე ამოცანების ამოსახსნელად საჭიროა რამდენიმე თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედების შესრულება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი საკითხი ნაშთიან გაყოფას ეხება, მეორე ბონუს სავარჯიშოში კი მოცემულია ლოგიკური ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც საჭიროა რამდენიმე მათემატიკური მოქმედების შესრულება.

 





VI კლასი


მე-6 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველ სავარჯიშოში მონაწილიმ უნდა განსაზღვროს რა ციფრით ბოლოვდება მოცემული ნამრავლი.

მეორე საკითხში მოცემულია ამოცანა, რომლის ამოხსნასიც კინგსელს განტოლების შედგენა დაეხმარება.

მესამე საკითხი ტოლმრიცხველიან წილადებს ეხება.

მეოთხე დავალება კი მოცემული წილადების შედარებას.

მეხუთე საკითხში წარმოდგენილია ამოცანა წილადებზე.

მეექვსე სავარჯიშო 3ზე გაყოფადობას ეხება.

მეშვიდე და მერვე დავალებაში საკითხები ეხება გაყოფას და ნაშთიან გაყოფას.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი ბონუს სავარჯისო სამკუთხედის კუთხეებს ეხება. მეორე ბონუს დავალებაში კი მოცემულია განტოლება.

 

 




VII კლასი


მე-7 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველი საკითხში კინგსელმა უნდა გამოთვალოს რა ციფრით ბოლოვდება მოცემული სხვაობა.

მეორე სავარჯიშოში პირობაში მითითებული მოქმედებების მიხედვით მონაწილემ უნდა იპოვოს უცნობი სამრავლის 2-ზე განაყოფი.

მესამე დავალება დროის კონკრეტულ მონაკვეთში წუთებისა და წამების რაოდენობის შედარებას ეხება,

მეოთხე სკითხი კი ორნიშნა რიცხვების ჯამების შედარებას მოიცავს.

მეხუთე სავარჯიშოში წარმოდგენილია ლოგიკური ამოცანა გეომეტრიულ ფიგურებზე.

მეექვსე ამოცანაში მოცემულია პირობა, კინგსელმა უნდა აირჩიოს რომელია სწორი მტკიცება პირობის მიხედვით.

მეშვიდე საკითხში წამორდგენილია ამოცანა რიცხვის წილად ნაწილებზე.

მერვე დავალების ამოხსნას კი რამდენიმე თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედება ესაჭიროება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი ბონუს საკითხი წრეწირის ქორდისა და დიამეტრის სიგრძის შედარებას ეხება, მეორე ბონუს სავარჯიშოში კი კინგსელს კუბის თვისებების ცოდნა ესაჭიროება.

 

 

 

 

 

VIII კლასი


მე-8 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველი დავალება ნაშთიან გაყოფას ეხება.

მეორე საკითხი კი რიცხვის გამყოფებს მოიცავს.

მესამე სავარჯიშო რიცხვის ხარისხებს ეხება. კინგსელმა უნდა გამოთვალოს რა ციფრით ბოლოდება მაჩვენებლიანი რიცხვების სხვაობა.

მეოთხე დავალების ამოსახსნელად მოსწავლეს უმცირესი საერთო ჯერადის ცოდნა ესაჭიროება.

მეხუთე საკითხში კი საქმე გვაქვს განტოლების ამონახსნების პოვნასთან.

მეექვსე სავარჯიშო ჩამოთვლილი დებულებებიდან, მონაწილემ უნდა აირჩიოს რომელია მცდარი.

მეშვიდე დავალებაში მოცემულია ამოცანა პროცენტებზე.

მერვე საკითხში კი წარმოდგენილია ამოცანა მრავალკუთხედის გვერდისა და ფართობის ურთიერთდამოკიდებულებაზე,


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველ ბონუს საკითხში მოცემულია გეომეტრიული ამოცანა პარალელოგრამის თვისებებზე.მეორე დავალებაში კი საკითხი ეხბეა მოსაზღვრე კუთხეების თვისებებს.

 




IX კლასი


მე-9 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველ სავარჯიშოში მოცემულია რიცხვი, მონაწილემ უნდა იპოვოს რამდენი გამყოფი აქვს მას.

მეორე დავალება ეხება მაჩვენებლიანი რიცხვის გაყოფის წესებს.

მესამე საკითხი მოიცავს მოცემული წილადის ათწილადური ჩანაწერის განსაზღვრას,

მეოთხე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა ამოხსნას უტოლობა.

მეხუთე და მეექვსე საკიხებში მოცემულია ლოგიკური ამოცანები.

მეშვიდე დავალებაში მოსწავლემ უნდა იპოვოს რამდენი ფესვი აქვს განტოლებას.

მერვე საკითხში მოცემულია ციფრები, კინგსელმა უნდა იპოვოს რამდენი განსხვავებული რიცხვი ჩაიწერება თითო მათგანის გამოყენებით.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, პირველი ბონუს საკითხი სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების ურთიერთდამოკიდებულებას ეხება, მეორე ბონუს სავარჯიშო კი ფიგურის სიმეტრიის ღერძს.

 



X  კლასი


მე-10 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველი სავარჯიშო ეხება მაჩვენებლიანი რიცხვიდან ფესვის ამოყვანას.

მეორე საკითხი სხვაობის ნაშთიან გაყოფას.

მესამე დავალება მოიცავს მარტივი რიცხვების ნამრავლების შედარებას.

მეოთხე სავარჯიშოსი მოცემულია ციფრები, კინგსელმა უნდა იპოვოს რამდენი განსხვავებული რიცხვი ჩაიწერება თითო მათგანის გამოყენებით.

მეხუთე საკითხი რიცხვის პროცენტებს ეხება, მეექვსე საკითხი კი წრფივ ფუნქციებს.

მეშვიდე დავალების ამოსახსნელად კინგსელს ესაწიროება მოსაზღვრე კუთხეების თვისებების ცოდნა.

მერვე საკითხში მოცემულია გეომეტრიული ამოცანა წესიერი მრავალკუთხედის გარე კუთხეების შესახებ.

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას,


პირველი ბონუს სავარჯიშო არითმეტიკულ პროგრესიას და მის წევრებს ეხება. მეორე ბონუს სავარჯიშოში კი წარმოდგენილია ამოცანანივთიერებათა შეფარდებაზე. ამ ამოცანის ამოსახსნელად საჭიროა რამდენიმე თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედების შესრულება.

 

 


XI კლასი


მე-11 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა ამოხსნას სისტემა.

მეორე დავალება წილადის ათწილადით ჩაწერას მოიცავს.

მესამე საკითხში მოცემულია ამოცანა ალბათობის გამოთვლაზე.

მეოთხე სავარჯიშო ხარისხის მქონე რიცხვის გამყოფების რაოდენობის დადგენას ეხება.

მეხუთე საკითში მოცემულია არითმეტიკული პროგრესია, კინგსელმა უნდა გამოთვალოს პროგრესიის შესაბამისი ოდენობის წევრთა ჯამი.

მეექვსე საკითხი წრფივ ფუნქციას ეხება.

მეშვიდე ამოცანა სამკუთხედის ფართობის გამოთვლას მოითხოვს.

მერვე საკითხი კი წესიერი მრავალკუთხედის გარე კუთხეებს ეხება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ორივე საკითხში მოცემულია ლოგიკური ამოცანები. პიპრველ ბონუს დავალებაში კინგსელმა ჩამპთვლილთაგან უნდა აირჩიოს პირობაში მოცემული დებულების იდენტური შინაარსის მქონე დებულება, მეორე ბონუს საკითხში კი პირობის თანახმად ლოგიკურად განსაზღვროს რომელი სიტუაცია არ შეიძლებოდა მომხდარიყო.

 

 


XII  კლასი


მე-12 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.


ირველი სავარჯიშო ნატურალური რიცხვების უსგ-სა და უსჯ-ს ცოდნას მოითხოვს.

მეორე საკითხი ათწილადის წილადით ჩაწერას ეხება.

მესამე დავალებაში მოცემულია რიცხვი, კინგსელმა უნდა იპოვოს რამდენი გამყოფი აქვს მას.

მეოთხე სავარჯიშოში მოცემულია ამოცანა ალბათობის გამოთვლაზე,

მეხუთე საკითხი წრფის განტოლების შედგენას მოიცავს, მეექვსე სავარჯიშო კი კლებად გეომეტრიულ პროგრესიას.

მეშვიდე დავალებაში მოცემულია გეომეტრიული ამოცანა სივრცული ფიგურის წვეროს, წიბოსა და წახნაგის ურთიერთკავშირზე.

მერვე სავარჯიშოში კინგსელს მართკუთხა სამკუთხედის თვისებების ცოდნა ესაჭიროება.


რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ორივე საკითხში მოცემულია ლოგიკური ამოცანები. პირველ ბონუს დავალებაში ჩამოყალიბებულია დებულება, მოსწავლემ უნდა განსაზღვროს ჩამოთვ